1. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მის მდგომარეობაზე, მოქმედი ნორმების, წესებისა და მოთხოვნების შესრულებაზე ავიასაწარმოში, მის ქვედანაყოფში პასუხისმგებლები არიან მისი ხელმძღვანელები (სტ-ზე შესრულებული სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელების ჩათვლით), მათი ვალდებულებები შეიტანება მათ თანამდებობრივ ინსტრუქციაში.
2. ყველა კატეგორიის და დონის მუშაკები ვალდებულნი არიან იცოდნენ და დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, წესები და მოთხოვნები.
3. სახანძრო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებს განეკუთვნება:
ა) საწარმოო ადმინისტრაციულ, სასაწყობო და დამხმარე ნაგებობებისა და სათავსოებში მკაცრი ხანძარსაწინაღო რეჟიმის შემოღება და მასზე ზედამხედველობა;
ბ) ავიასაწარმოს საბუთებით, კონკრეტულ ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დანიშვნა;
გ) ობიექტებისა და სამუშაოების სახანძრო უსაფრთხოების, ხანძრის დროს ადამიანების, სხ-ებისა და აღჭურვილობის ევაკუაციის ინსტრუქციებით და სქემებით პირადი შემადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) მუშაკების ინსტრუქტაჟისა და სახანძრო-ტექნიკური მინიმუმის პროგრამების სწავლების უზრუნველყოფა, ხანძარსაქრობი პირველადი საშუალებების გამოყენების პრაქტიკული მომზადების ჩათვლით;
ე) სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის თავიდან ასაცილებელი მუდმივი პროფილაქტიკური სამუშაოს წარმოება.
4. ობიექტის სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტზე დადგენილი ხანძარსაწინაღმდეგო რეჟიმის შესრულება.
5. ღია მოედანზე და დახურულ სათავსოში სტ-ის შენახვისა და ტმ-ის ჩატარებისას, აკრძალულია:
ა) სხ-ის დამიწების, ხანძარსაქრობი საშუალებების გამართულობის შეუმოწმებლად სამუშაოს დაწყება;
ბ) სხ-სთან ისეთი სპეცმანქანებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაშვება, რომელთაც არა აქვთ ხანძარსაქრობი, დამიწებისა და ნაპერწკლის ჩახშობის საშუალებები;
გ) სხ-ზე მუშაობისას გაუმართავი ელექტროსათბობი და ელექტრომანათობელი ხელსაწყოებისა და დანადგარების გამოყენება;
დ) ღებვის, გადარეცხვისა და ნაწილების გარეცხვის სამუშაოების ჩატარება საამისოდ მოუწყობელ სათავსოში;
ე) სხ-ის, საწარმოო შენობებისა და ობიექტების სიახლოვეს საწვავი მასალების და მისი ჭურჭლის შენახვა, სარჩილავი ხელსაწყოს ანთება, კოცონის დანთება, ნაგვის დაწვა, ბალახის შეტრუსვა (იმ მანძილზე ახლოს, რაც შესაბამისი საბუთებით არის დადგენილი);
ვ) ანგარში და დოკში ადვილადაალებადი და საწვავი სითხეების, ჟანგბადის ბალონის, ზეთიანი ძონძეულის, სატრანსპორტო-საშუალებების შენახვა;
ზ) საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის საგნების, სხ-ის ნაწილების (გარდა ტექნოლოგიებით მითითებულისა) ხანძარსახიფათო მასალებით გარეცხვა და გაწმენდა;
თ) ნავთობნაწარმის მიწაზე (ბეტონზე, ასფალტზე) დაღვრა და საამისოდ გაუთვალისწინებულ ჭურჭელში ჩასხმა;
ი) ღია მოედნებზე და დახურულ სათავსოში (ანგარში) მუშაობისას, ელექტროსადენების ტრანსპორტის მოძრაობის გზებზე განთავსება;
კ) სხ-ის (აღჭურვილობის) ანგარიდან (სათავსოდან) გამოსასვლელი გზების ჩახერგვა;
ლ) სახანძრო ინვენტარის (აღჭურვილობის) არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
6. ხანძრის აღმოჩენისას ყოველი მუშაკი ვალდებულია, ამაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სახანძრო დაცვის მორიგეს, დისპეტჩერს, ნებისმიერ ხელმძღვანელს და ნებისმიერი საშუალებებით შეუდგეს ხანძრის ჩაქრობას.

დანართი 1
სხ-ებს შორის უსაფრთხო მანძილები მათი სადგომზე განთავსებისას:
ა) თვითმფრინავებს შორის:

აეროდრომის კოდური ასო
თვითმფრინავის ფრთის განშლა L (მ)
ერთთმანეთთან გვერდით მდგომი სხ-ის ფრთების დაბოლოებებს შორის, ასევე სხ-სა და უახლოეს შენობას შორის მინიმალური მანძილი (მ)
A
L<15მ
3
B
15≤L<24
3
C
24≤L<36
4,5
D
36≤L<52
7,5
E
52≤L<65
7,5
F
65≤L<80
7,