1. საავიაციო ტექნიკის ტმ-ის დროს შრომის დაცვის სამუშაოები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და უზრუნველყოს:
ა) შრომის კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება;
ბ) საწარმოში შრომის უსაფრთხო და ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი, აუცილებელი ჰიგიენური და სანიტარიულ-საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;
გ) მძიმე და მავნე შრომის პირობების მექანიზება და ავტომატიზება, უსაფრთხოების ტექნიკის ეფექტიანი საშუალებების დანერგვა;
დ) მუშაკებისათვის სამუშაოს შესრულების უსაფრთხო ხერხების სწავლება და მათი დროული და კვალიფიციური ინსტრუქტაჟი;
ე) შრომის დაცვის წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების სათანადოდო შესრულებაზე ზედამხედველობის დაწესება.
2. ყველა კატეგორიის და დონის მუშაკები ვალდებულნი არიან შეასრულონ შრომის დაცვის ნორმები, წესები და მოთხოვნები.
3. სტ-ის ტმ-ის შემსრულებელ ავიასაწარმოში, შრომის დაცვის ნორმების, წესებისა და მოთხოვნების შესრულებაზე, სათანადო სამუშაოების ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებლები არიან აღნიშნული ავიასაწარმოს და მისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები (სტ-ზე შესრულებული სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელის ჩათვლით), აგრეთვე – შრომის დაცვის შტატიანი მუშაკები ყოველი მათგანისათვის ავიასაწარმოს საბუთებით (ნორმატიული აქტების შესაბამისად) დადგენილი ვალდებულებებისა და უფლებამოსილების ფარგლებში.
4. შრომის დაცვის კონკრეტული ვალდებულებები მიეთითება შრომის დაცვის ინსტრუქციით, რომელსაც ავიასაწარმო შეიმუშავებს სტ-ის ყოველი სახეობისათვის, კონკრეტული ოპერაციისათვის, სამუშაოსა თუ სპეციალისტებისათვის (პროფესიისათვის).
5. ტვირთამწე მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, წნევის ქვეშ მყოფი ჭურჭლის, ელექტროდანადგარების, განსაკუთრებული მოხმარების სმს-ის დასაცავი სამარჯვებისა და ტექნოლოგიური აღჭურვილობის ტექნიკურ მდგომარეობაზე ზედამხედედველობას ახორციელებენ თანამდებობის პირები, რომელთა შემადგენლობა განისაზღვრება ავიასაწარმოს მიერ, განსაკუთრებული ზედამხედველობის სახელმწიფო ორგანოების საბუთების საფუძველზე.
6. სტ-ზე მომუშავე ყოველ მუშაკს, უზრუნველყოფენ სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და პირადი დაცვის საშუალებებით. ამ ქონებითა და საშუალებებით უზრუნველყოფის, შენახვისა და გამოყენების ნორმები და წესები დგინდება ავიასაწარმოს მიერ შრომის დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული საბუთების მოთხოვნების გათვალისწინებით.
7. კონკრეტული ობიექტების საქმიანობისათვის უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციის შემუშავებაზე, ინსტრუქტაჟის ჩატარებასა და სამუშაოების შესრულების ნებართვის (დაშვების) გაცემაზე, აგრეთვე, საწარმოო ტერიტორიაზე და ობიექტებზე სასიგნალო (მაჩვენებლები, ნიშნები, წარწერები და ა.შ.) და დასაცავი საშუალებების განთავსებაზე პასუხისმგებლების შემადგენლობა განისაზღვრება ავიასაწარმოს მიერ.
8. ავიასაწარმოს მუშაკების შრომის რეჟიმის დადგენა და მოწესრიგება ხორციელდება ავიასაწარმოს მიერ საქართველოში მიღებული შრომის კანონმდებლობის დადგენილი ნორმების შესაბამისად.
9. ავიასაწარმოს ქვედანაყოფების მუშაკებისათვის ტარდება შრომის დაცვის ინსტრუქტაჟები, რომლის სახეობა და ვადები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული საბუთებით.
10. ტექნიკური სპეციალისტები (მიუხედავად მათი თანამდებობისა) სამ წელიწადში ერთხელ აბარებენ გამოცდას შრომის დაცვის წესებზე, სამსახურში გაფორმებისას კი – მუშაობის პირველი თვის განმავლობაში
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 77. შრომის დაცვა
თავი XXIII — შრომისა და გარემოს დაცვა. სახანძრო უსაფრთხოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 71. საწარმოო-ტექნიკური საბუთები
- მუხლი 72. ტექნიკური მომსახურების რეგისტრირებული მონაცემები
- მუხლი 73. საჰაერო ხომალდის ანგარში და სადგომზე განთავსება
- მუხლი 74. საჰაერო ხომალდის მიღება-გადაცემა, დაცვა
- მუხლი 75. საფრენი მინდვრის გარეთ მდებარე დაზიანებული საჰაერო ხომალდის გატანა
- მუხლი 76. დაზიანებული საჰაერო ხომალდის საფრენი მინდვრიდან გატანა
- მუხლი 78. გარემოს დაცვა
- მუხლი 79. სახანძრო უსაფრთხოება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 77, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-77/