1. გადაშლილი რვეულის ყუის მინდვრები უნდა იყოს არანაკლებ 26მმ, ხოლო მინდვრის ზომა ფურცელზე, არანაკლებ 10მმ.
2. დასაშვებია ფურცლის მინდვრებზე, ყუის გარდა, მოთავსდეს დავალებათა პირობითი აღნიშვნები და თვალსაჩინო გამოსახულებები. ამასთან ტექსტის მოცულობა უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 50 ნიშანს, ხაზიდან არაუმეტეს 5მმ-ის დაშორებით.
3. ზედა, გარე და ქვედა მინდვრები, ილუსტრაციული დამატების ჩაუთვლელად, უნდა იყოს არანაკლებ 10მმ.
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 16
თავი IV — ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნები სასწავლო გამოცემებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-16/