1. დაუშვებელია სასწავლო გამოცემის, გარდა სათაურისა, მჭიდრო შრიფტით ბეჭდვა.
2. დაუშვებელია სწავლების I საფეხურის სასწავლო გამოცემებში დახრილი არასწორკიდეებიანი შრიფტის გამოყენება, აგრეთვე:
ა) ძირითადი და დამატებითი ტექსტის ბეჭდვისას შრიფტის გამოკვეთა და ფერადი საღებავები;
ბ) ტექსტის გამოყოფის მიზნით შრიფტის გამოკვეთა და ფერადი საღებავები ფერად ფონზე;
გ) ფერადი და რუხი ფონი წერის დედანსა და სამუშაო რვეულებში, წერისათვის გამოყოფილ ფურცლებზე;
დ) ფერადი საღებავები ფერად ფონზე თვალსაჩინოებებში (გრაფიკი, სქემა, ცხრილი, დიაგრამა და სხვა);
ე) ძირითადი და დამატებითი ტექსტის ბეჭდვა 3 ან მეტ სვეტად.
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 18
თავი IV — ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნები სასწავლო გამოცემებისადმი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-18/