1. დედაენაში ძირითადი ტექსტის სტრიქონის სიგრძე, ინტერლინიაჟის გადიდება, გარნიტურა შრიფტის კეგელის მიხედვით, უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 1-ში მოცემულ მოთხოვნებს.
2. დედაენის ანბანური და ანბანის შემდგომი ნაწილების შრიფტის ოპტიმალური პარამეტრებია:
ა) შრიფტის კეგელი – 20 პუნქტი;
ბ) სტრიქონის სიგრძე – 126-130მმ;
გ) ინტერლინიაჟის გადიდება – 4 პუნქტი;
დ) შრიფტის ტევადობა – 5,0-5,4;
ე) შრიფტები – გოგებაშვილის. ნორმალური, ნათელი, სწორი (ანბანურ ნაწილში ნახევრად შავი) ნაბეჭდი.
3. დედაენაში გამოყოფილი ტექსტის შრიფტი უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 1-ში მოცემულ მოთხოვნებს. დასაშვებია სტრიქონის სიგრძე 5 კვადრატამდე შემცირდეს.
4. დაუშვებელია ძირითადი ტექსტის ორ სვეტად ბეჭდვა, ლექსების გარდა. ლექსების ბეჭდვა დასაშვებია ორ სვეტად იმ შემთხვევაში, როცა სვეტებს შორის მანძილი არანაკლებ 18მმ-ია.
5. სვეტი შეიძლება არა უმეტეს ოთხი სიტყვისაგან შედგებოდეს. დაშორება სვეტებს შორის უნდა იყოს არანაკლებ 3/4 კვადრატი. დაუშვებელია კურსივი ბეჭდვის გამოყენება.
6. გვერდზე გადატანების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.
7. დედაენის ანბანურ ნაწილში ილუსტრაციების მთლიანი ფართობი რეკომენდებულია არანაკლებ 50%, ხოლო ანბანის შემდგომ ნაწილში არანაკლებ – 30% იყოს.
8. წერის დედანში უნდა არსებობდეს ჰორიზონტალური ხაზები (რუსული წერის დედანში უნდა იყოს 150 კუთხით დახრილი ხაზები).
9. ხაზების (ჰორიზონტალური და დახრილი) აღნიშვნისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სახის საღებავი შემდეგი ფერებით: შავი, ნაცრისფერი, ღია ცისფერი ან ღია მწვანე.
10. ასოების ნიმუშებისა და მათი ელემენტების წერისათვის, ხელის მოძრაოების მიმართულების მისათითებლად რეკომენდებულია გამოყენებული იქნეს უწყვეტი ხაზები, პუნქტირები და ისრები. დასაშვებია ასოების ნიმუშების ბეჭდვისას გამოყენებული იქნეს ერთი ფერის საღებავი