1. ქართული, რუსული ან ლათინური შრიფტით დაბეჭდილ გამოცემებში ძირითადი ტექსტის სტრიქონის სიგრძე, ინტერლინიაჟის, გარნიტურის (შრიფტის კეგელზე დამოკიდებულების მიხედვით) გადიდება, უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 2-ში მოცემულ მოთხოვნებს.
2. სწავლების პირველი წლისათვის განკუთვნილი გამოცემებისათვის ოპტიმალურად ითვლება შრიფტული გაფორმების პარამეტრები რომელიც შეესაბამება 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს.
3. II-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისათვის ოპტიმალურად ითვლება შემდეგი პარამეტრები:
ა) შრიფტის კეგელი – 16 პუნქტი;
ბ) სტრიქონის სიგრძე – 120-130მმ;
გ) ინტერლინიაჟის გადიდება – 2-4 პუნქტი;
დ) შრიფტის ტევადობა – 5,5-6,0;
ე) შრიფტების ჯგუფი – გოგებაშვილის. ნორმალური, სწორი, ნათელი მოხაზულობით.
4. დაუშვებელია ძირითადი ტექსტის ორ სვეტად ბეჭდვა, გარდა ლექსებისა. ლექსებისათვის დასაშვებია ორსვეტიანი წყობა, მხოლოდ სვეტებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 9მმ.
5. ორ და ორზე მეტი რაოდენობის სვეტებად შეიძლება ჩამოიწეროს სიტყვების ჩამონათვალი და სიტყვათშეწყობა, ასევე ქრონოლოგიური მასალა, მხოლოდ სვეტებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 12მმ, გამყოფი ხაზი არანაკლებ 6მმ.
6. გამოცემის ლექსიკონურ ნაწილში დასაშვებია ორსვეტიანი წყობა, მხოლოდ სვეტებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 9მმ, გამყოფი ხაზი არანაკლებ 6მმ.
7. შრიფტის კეგელი გამოცემათა ლექსიკონურ ნაწილში შეიძლება 2 პუნქტით ნაკლები იყოს ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე, ხოლო ინტერლინიაჟის გადიდება – არანაკლებ 2 პუნქტი.
8. ტექსტის გამოსაყოფად შრიფტის კეგელი უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 2-ში მოცემულ მოთხოვნებს.
9. ხელნაწერი შრიფტის გამოყენებისას, მისი ზომა ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე 2 პუნქტით მეტი უნდა იყოს. სწავლების პირველი წლისათვის განკუთვნილ კომბინირებულ გამოცემებში დასაშვებია დავალებათა ტექსტი დაიბეჭდოს შრიფტით კეგელი არანაკლებ 14 პუნქტი, ხოლო სწავლების II-VI წლისათვის – არანაკლებ 12 პუნქტი.
10. ილუსტრაციებზე წარწერებისათვის რეკომენდებულია გამოყენებული იქნეს შრიფტი კეგელით არანაკლებ 12 პუნქტი და ილუსტრაციის კიდეებიდან მათი დაშორება არანაკლებ 16 პუნქტი
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 24. მოთხოვნები I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
თავი V — ჰიგიენური მოთხოვნები ჰუმანიტარული დისციპლინების სასწავლო გამოცემების შრიფტული გაფორმებისადმი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. 1. დაუშვებელია სასწავლო გამოცემის, გარდა სათაურისა, მჭიდრო შრიფტით ბეჭდვა
- მუხლი 19. სწავლების I საფეხურის სასწავლო გამოცემებში, ტექსტის გამოყოფისათვის, შეიძლება არაუმეტეს ოთხი ფერის საღებავი იქნეს გამოყენებული, სწავლების II საფეხურის გამოცემებში არა უმეტეს ორი ფერის საღებავი, ხოლო სწ
- მუხლი 20. 1. სწავლების I საფეხურის სასწავლო გამოცემებში ძირითად ტექსტსა და გამოყოფილ ნაწილებში (სათაურების გარდა) რეკომენდებულია შრიფტის არაუმეტეს 4 ვარიანტი იქნეს გამოყენებული, რომლებიც ერთ-ერთი პარამეტრით გან
- მუხლი 21. 1. დაუშვებელია გამოცემაში არსებობდეს დეფექტები, რომელსაც ინფორმაციის დამახინჯებამდე, დაკარგვამდე და წაკითხვის გართულებამდე მივყავართ. ასეთად შეიძლება მიჩნეულ იქნეს:
- მუხლი 22. სასწავლო გამოცემაზე აუცილებელია დატანილ იქნეს შემდეგი მონაცემები:
- მუხლი 23. მოთხოვნები დედაენისა და წერის დედანის მიმართ
- მუხლი 25. მოთხოვნები VII-IX და X-XII კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 26. მოთხოვნები I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 27. მოთხოვნები VII-IX და X-XII კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 28. 1. I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემების შრიფტული გაფორმება სწავლების წლის და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 10-ში მოცემულ მოთხოვნებს
- მუხლი 29. 1. სასწავლო დისციპლინისა და გამოცემათა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით შრიფტის კეგელი, ინტერლინიაჟის, სტრიქონის სიგრძის და გარნიტურის გადიდება უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 12-ში მოცემულ მოთხ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-24/