1. სწავლების I საფეხურის სასწავლო გამოცემებში ძირითად ტექსტსა და გამოყოფილ ნაწილებში (სათაურების გარდა) რეკომენდებულია შრიფტის არაუმეტეს 4 ვარიანტი იქნეს გამოყენებული, რომლებიც ერთ-ერთი პარამეტრით განსხვავდებიან. მაგალითად: კეგელით, გარნიტურით, მოხაზულობით ან ფერადი გამოტანილი ნაწილებით.
2. სწავლების II და III საფეხურის სასწავლო გამოცემებში ყველა ტიპის ტექსტში (ძირითადი, დამატებითი) რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ერთნაირი შრიფტი.
3. I-VI კლასების სასწავლო გამოცემებში კარტოგრაფიული წარწერებისათვის რეკომენდებულია გამოყენებული იქნეს შრიფტი-კეგელით არანაკლებ 10 პუნქტი, VII-IX კლასების სასწავლო გამოცემებში – არანაკლებ 9 პუნქტი, X-XII კლასების გამოცემებში – არანაკლებ 8 პუნქტი.
4. როცა ტექსტი ილუსტრაციის მარჯვნივ არის მოთავსებული, სტრიქონის დასაწყისი (სათაურებისა და აბზაცების გარდა) ვერტიკალურ ხაზზე უნდა მდებარეობდეს.
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 20
თავი IV — ზოგადი ჰიგიენური მოთხოვნები სასწავლო გამოცემებისადმი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-20/