1. ქართული, რუსული და ლათინური შრიფტით დაბეჭდილ გამოცემებში, გამოცემათა ფუნქციურ დანიშნულებაზე დამოკიდებულების მიხედვით, შრიფტის კეგელი, ტექსტის სტრიქონის სიგრძე, ინტერლინიაჟის, გარნიტურის გადიდება იცვლება შემდეგნაირად:
ა) VII კლასებისათვის დანართი 1-ის ცხრილ 3-ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) VIII-IX კლასებისათვის დანართი 1-ის ცხრილ 4-ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად;
გ) X-XII კლასებისათვის დანართი 1-ის ცხრილ 5-ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
2. გამოცემათა შრიფტული გაფორმების ოპტიმალური პარამეტრები VI-XII კლასებისათვის მოცემულია დანართი 1-ის ცხრილ 6-ში.
3. V-VI კლასებისათვის დასაშვებია ორსვეტიანი წყობა ძირითადი და დამატებითი ტექსტისათვის, მხოლოდ ენების შესწავლისათვის განკუთვნილ გამოცემებში, დანართი 1-ის ცხრილ 3-ში მითითებული მოთხოვნების დაცვით.
4. ძირითადი და დამხმარე ტექსტის ორსვეტიანი წყობა VII-IX კლასებისათვის განკუთვნილ გამოცემებში დასაშვებია მხოლოდ დანართი 1-ის ცხრილ 4-ში მოცემული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, ხოლო X-XII კლასებისათვის განკუთვნილ გამოცემებში დანართი 1-ის ცხრილ 5-ში მოცემული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში. ამასთან სტრიქონის სიგრძე სვეტში უნდა იყოს არანაკლებ 3 1/2 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი კი არანაკლებ 9მმ.
5. დამატებითი ტექსტისათვის დასაშვებია სვეტებს შორის მანძილი 6მმ, გამყოფი ხაზის თანაობისას.
6. სამ და მეტ სვეტად დასაშვებია ჩამოიწეროს სიტყვათა ჩამონათვალი, სიტყვათშეწყობა და ქრონოლოგიური მასალა, ამასთან სვეტებს შორის მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 12მმ, გამყოფი ხაზი – არანაკლებ 6მმ.
7. გამოცემათა ლექსიკონურ ნაწილში დასაშვებია ორსვეტიანი წყობა სვეტებს შორის მანძილით არანაკლებ 9მმ, გამყოფი ხაზით – არანაკლებ 6მმ. შრიფტის კეგელი გამოცემათა ლექსიკონურ ნაწილში დამატებითი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს და შეესაბამებოდეს:
ა) VI-VII კლასებისათვის დანართი 1-ის ცხრილ 3-ში მოცემულ მოთხოვნებს;
ბ) VIII-IX კლასებისათვის დანართი 1-ის ცხრილ 4-ში მოცემულ მოთხოვნებს;
გ) X-XII კლასებისათვის დანართი 1-ის ცხრილ 5-ში მოცემულ მოთხოვნებს.
თავი VI
ჰიგიენური მოთხოვნები მათემატიკური დისციპლინების გამოცემების შრიფტული გაფორმებისადმ