2. VII-IX კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემების შრიფტული გაფორმება სწავლების წლის მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 11-ში მოცემულ მოთხოვნებს.
3. I-VI კლასებისათვის განკუთვნილ გამოცემებში დაუშვებელია ორსვეტიანი წყობის გამოყენება.
4. VII კლასებისათვის განკუთვნილ გამოცემებში ორსვეტიანი წყობა დასაშვებია მხოლოდ დამატებითი ტექსტისათვის დანართი 1-ის ცხრილ 11-ში მოცემული მოთხოვნების დაცვის შემთხვევაში, გარდა სტრიქონების სიგრძისა. სტრიქონების სიგრძე ორ სვეტში უნდა იყოს არანაკლებ 3 1/2 კვადრატი, მანძილი სვეტებს შორის – არანაკლებ 9მმ.
5. I-VI კლასების გამოცემათა ტექსტში შემავალ ცხრილებში სტრიქონის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 3 1/2 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი 12მმ, VII კლასების გამოცემებში არანაკლებ 2 3/4 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი 6მმ; VIII-XII კლასების გამოცემებში არანაკლებ 1 3/4 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი არანაკლებ 6მმ.
6. თვალსაჩინოებები (გრაფიკი, სქემა, ცხრილი დიაგრამა და სხვა) I-VI კლასების გამოცემებში უნდა დაიბეჭდოს. 27-ე მუხლის პუნქტ 6-ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო VII-XII კლასების გამოცემებში – 27-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
7. I-VI კლასების გამოცემებში გამოყოფილი ტექსტისა და დავალების კითხვების შრიფტის კეგელი და ინტერლინიაჟის გადიდება უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 10-ში მოცემულ მოთხოვნებს. ამასთან შრიფტის კეგელი ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს.
8. ასოითი და რიცხვითი ფორმულების შრიფტული გაფორმება უნდა შეესაბამებოდეს 27-ე მუხლის 1-ლ პუნქტში მოცემულ მოთხოვნებს.
9. ქიმიური ფორმულების ძირითადი ელემენტების შრიფტის კეგელი ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს. ფორმულის დამხმარე ელემენტების შრიფტის კეგელი უნდა იყოს არა ნაკლებ 6 პუნქტი. ინტერლინიაჟის გადიდება უნდა იყოს არანაკლებ 4 პუნქტი – VII-IX კლასების გამოცემებში და არანაკლებ 2 პუნქტი – X-XII კლასების გამოცემებში. ინტერლინიაჟის გადიდება ტექსტში, რომელშიც არის ქიმიური ფორმულები, შეიძლება არ იყოს ერთნაირი ხაზზე.
თავი VIII
ჰიგიენური მოთხოვნები დაწყებითი პროფესიული განათლების სპეციალური დისციპლინების გამოცემების შრიფტული გაფორმებისადმ