1. სასწავლო გამოცემების სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა ტარდება ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
2. სასწავლო გამოცემების სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილია მხოლოდ ექიმი ჰიგიენისტი.
3. სანიტარიულ-ჰიგიენურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი უნდა იქნეს გამოცემის სამი ეგზემპლარი და ცნობები მასალებზე დანართი 2-ის ფორმა 1-ის მიხედვით.
4. სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა, მუხლი 10-12, 14 პ.2,3; მუხლი 14, 22, 23 პ.11 და მუხლი 31 პ.2-ში მოცემულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იწარმოება გამოცემის ერთ ეგზემპლარზე.
5. სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა ტარდება 10 სახასიათო ფურცელზე გამოცემის ერთ ეგზემპლარში, შემდეგი მოთხოვნების შესაბამისად:
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 32
თავი X — სასწავლო გამოცემის სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზის ჩატარების წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002. გამოქვეყნება: სსმ, 83, 15/08/2002.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 32, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-32/