2. ქაღალდის სახეობას (მუხლი 31, პ.1,2,4) განსაზღვრავენ გამოცემის შესახებ ინფომაციის, ან გამოყენებულ მასალებზე წარმოდგენილი ცნობების მიხედვით.
3. გარე გაფორმება (მუხლი 13, პ.2,3) და აკინძვის წესი (მუხლი 14) განისაზღვრება ვიზუალურად.
4. გამოცემის წონა (მუხლი 12) განისაზღვრება სასწორით (დასაშვები ცდომილება 5გ).
5. მინდვრის ზომა (მუხლი 18) განისაზღვრება სახაზავით (დასაშვები ცდომილება 1მმ) ყველა საკონტროლო რვეულში. ექსპერტიზის შედეგი უარყოფითია, თუ 10 საკონტროლო რვეულიდან 4-ში აღმოჩენილია გადახრა 4 მინდვრიდან თუნდაც ერთში (მუხლი 19).
6. ტექსტისა და ქაღალდის გამომსახველი ელემენტების ოპტიკური სიმკვრივის ინტერვალი (მუხლი 17) განისაზღვრება დენსიტომეტრით. საკონტროლო გვერდის ქვეშ ათავსებენ თეთრ სუფთა ქაღალდის ფურცელს. დაბეჭდილი ქაღალდის ოპტიკური სიმკვრივე მიღებულია დენსიტომეტრის ნულად. შემდეგ ზომავენ საკონტროლო ფირფიტის ოპტიკურ სიმკვრივეს გასაკონტროლებელ გვერდზე და იღებენ მას ქაღალდისა და ტექსტის გამომსახველი ელემენტის ოპტიკური სიმკვრივის ინტერვალად. შედეგი უარყოფითია გამოცემის ერთი ეგზემპლარისათვის, თუ ოპტიკური სიმკვრივის ინტერვალი 0,7-ზე ნაკლებია (მუხლი 17). თუ მოთხოვნების შეუსაბამობა (მუხლი 17) გამოვლინდება სამი საკონტროლო ეგზემპლარიდან თუნდაც 1-ში, მაშინ შეფასების შედეგი უარყოფითი იქნება.
7. ფონის ოპტიკური სიმკვრივის ინტერვალს ზომავენ დენსიტომეტრით საკონტროლო გვერდის 5 ადგილას. შედეგი უარყოფითია, თუ 5 გაზომვიდან 3 მნიშვნელობა დასაშვებზე მაღალია (მუხლი 17). ერთ ეგზემპლარში ექსპერტიზის შედეგს თვლიან უარყოფითად, თუ 10 საკონტროლო გვერდიდან 4 არ შეესაბამება (მუხლი 17) მოთხოვნებს. თუ გამოვლინდება (მუხლი 17) მოთხოვნების შეუსაბამობა სამი საკონტროლო ეგზემპლარიდან თუნდაც ერთში, მაშინ შეფასების შედეგი უარყოფითია.
8. შრიფტის ჯგუფს, ტევადობასა და მოხაზულობას განსაზღვრავენ (გოსტ 3489-71) 10 სახასიათო ფურცელზე შემდეგი პუნქტების შესაბამისად
სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.08.2002
მუხლი 33. 1. გამოცემის ბლოკის სიგრძეს და სიგანეს (მუხლი 11) განსაზღვრავენ სახაზავით (დასაშვები ცდომილება 1მმ)
თავი XI — ჰიგიენური ექსპერტიზის ჩატარების მეთოდიკა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 27. მოთხოვნები VII-IX და X-XII კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემებისადმი
- მუხლი 28. 1. I-VI კლასებისათვის განკუთვნილი გამოცემების შრიფტული გაფორმება სწავლების წლის და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 10-ში მოცემულ მოთხოვნებს
- მუხლი 29. 1. სასწავლო დისციპლინისა და გამოცემათა ფუნქციური დანიშნულების მიხედვით შრიფტის კეგელი, ინტერლინიაჟის, სტრიქონის სიგრძის და გარნიტურის გადიდება უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 12-ში მოცემულ მოთხ
- მუხლი 31. 1. გამოცემათა დასამზადებლად საჭიროა გამოყენებული იქნეს ქაღალდი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ წიგნების დასაბეჭდად (ოფსეტური, ტიპოგრაფიული, საწიგნო-საჟურნალო და სხვ.) სითეთრის მაჩვენებლით – 74-88%. არ არ
- მუხლი 32. 1. სასწავლო გამოცემების სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზა ტარდება ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით
- მუხლი 29. სპეციალური დისციპლინის გამოცემისათვის
- მუხლი 29. პ.1,2
- მუხლი 29. პ.1-7
- მუხლი 29. პ.1,2,4
- მუხლი 29. პ.1,2
- მუხლი 29. პ.2,3,8
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სასკოლო სახელმძღვანელოებისა და დაწყებითი პროფესიული განათლების სასწავლო გამოცემებისადმი წაყენებული ჰიგიენური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 33, №215/ნ, 05.08.2002, სარეგისტრაციო კოდი 430.140.000.11.119.005.447 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.08.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/54190/muxli-33/