2. გამოცემებში დასაშვებია ორსვეტიანი წყობა ძირითადი და დამატებითი ტექსტისათვის მხოლოდ დანართი 1-ის ცხრილ 12-ში მოცემული მოთხოვნების შესაბამისად.
ამასთან სტრიქონის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 3 1/2 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი – არანაკლებ 9მმ.
3. გამოცემათა ლექსიკონურ ნაწილში დასაშვებია ორსვეტიანი წყობა, მხოლოდ სვეტებს შორის მანძილით არანაკლებ 9მმ, გამყოფი ხაზით – არანაკლებ 6მმ. შრიფტის კეგელი გამოცემის ლექსიკონურ ნაწილში ნაკლები არ უნდა იყოს დამატებითი ტექსტის შრიფტის კეგელზე, დანართი 1-ის ცხრილი 12-ის შესაბამისად.
4. ქიმიური ფორმულების შრიფტული გაფორმება უნდა შეესაბამებოდეს 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნებს.
5. ასოითი და რიცხვითი ფორმულების ძირითადი ელემენტების შრიფტის კეგელი უნდა იყოს არანაკლებ 8 პუნქტი, დამხმარე ელემენტების – -არანაკლებ 6 პუნქტი.
6. თვალსაჩინოებებისათვის (გრაფიკი, სქემა, ცხრილი, დიაგრამა და სხვ.) რეკომენდებულია არაუმეტეს სამი ფერის საღებავის გამოყენება, მათ შორის შავის. თვალსაჩინოებაზე წარწერების შრიფტის კეგელი უნდა იყოს არანაკლებ 8 პუნქტი.
7. გამოყოფილი ტექსტის შრიფტის კეგელი უნდა იყოს არანაკლებ 9 პუნქტი.
8. ტექსტში არსებულ ცხრილებში სტრიქონის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 1 3/4 კვადრატი, სვეტებს შორის მანძილი არანაკლებ 6მმ.
თავი IX
ჰიგიენური მოთხოვნები პოლიგრაფიული მასალებისადმ