1. ძირითადი ტექსტის სტრიქონის მინიმალური სიგრძე, ინტერლინიაჟის, გარნიტურის (შრიფტის კეგელზე დამოკიდებულების მიხედვით) გადიდება გამოცემებში უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 7-ში მოცემული მოთხოვნებს.
2. დაუშვებელია ძირითადი ტექსტის ორსვეტიანი წყობა.
3. მაგალითებისა და ამოცანებისათვის დასაშვებია მრავალსვეტიანი წყობა, მხოლოდ სვეტებს შორის მანძილით არანაკლებ 12მმ, ფერადი ფონის გამოყენებითა და (ან) გამყოფი ხაზით არანაკლებ 9მმ.
4. სვეტებს შორის მანძილი ერთი დავალების ფარგლებში ერთნაირი უნდა იყოს.
5. მაგალითებისა და ამოცანების შრიფტის კეგელი ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს, დანართი 1-ის ცხრილი 7-ის შესაბამისად.
6. თვალსაჩინოებებზე წარწერების შრიფტის კეგელი, ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე შეიძლება ნაკლები იყოს 2 პუნქტით. გამოყოფილი ტექსტის შრიფტის კეგელი და ინტერლინიაჟის გადიდება უნდა შეესაბამებოდეს დანართი 1-ის ცხრილ 7-ში მოცემულ მოთხოვნებს. ამასთან გამოყოფილი ტექსტის შრიფტის კეგელი ძირითადი ტექსტის შრიფტის კეგელზე ნაკლები არ უნდა იყოს