1. გამოცემათა დასამზადებლად საჭიროა გამოყენებული იქნეს ქაღალდი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ წიგნების დასაბეჭდად (ოფსეტური, ტიპოგრაფიული, საწიგნო-საჟურნალო და სხვ.) სითეთრის მაჩვენებლით – 74-88%. არ არის რეკომენდებული ქაღალდის გამოყენება, რომლის გამჭირვალობის კოეფიციენტი – 91%-ზე ნაკლებია.
2. დაუშვებელია გაზეთის ქაღალდის გამოყენება.
3. სასწავლო გამოცემის ტექსტის დასაბეჭდად რეკომენდებულია გამოყენებულ იქნეს ერთი სახეობის და მასის ქაღალდი.
4. წერის ნიმუშების და სამუშაო რვეულების დასამზადებლად საჭიროა გამოყენებულ იქნეს მასალა გოსტ 12063-89 მოთხოვნების შესაბამისად.