სპეციალური დისციპლინის გამოცემისათვის
შედეგი უარყოფითია, თუ 10 საკონტროლო გვერდიდან 4-ზე გამოვლინდება თუნდაც 1 პარამეტრის შეუსაბამობა.
9. გამოცემის გაფორმების მოცემულ მოთხოვნებთან (მუხლი 18, პ.3) შეუსაბამობის გამოსავლენად კონტროლი ტარდება ვიზუალურად 10 სახასიათო გვერდზე თითოეულ ეგზემპლარში. დასკვნა უარყოფითია, თუ 10 საკონტროლო გვერდიდან 4-ში გაფორმების დაუშვებელი წესებია გამოყენებული.
10. ტექსტში ილუსტრაციების განთავსება განისაზღვრება ვიზუალურად, 10 სახასიათო გვერდზე მუხლი 20, პ.4-ის მიხედვით. შედეგი უარყოფითია, თუ 10 საკონტროლო გვერდიდან 4 არ შეესაბამება მოთხოვნებს.
11. გამოცემის დეფექტები (მუხლი 21) განისაზღვრება ვიზუალურად სამივე ეგზემპლარში 10 სახასიათო გვერდზე. ერთი ეგზემპლარის ექსპერტიზის შედეგი უარყოფითია, თუ ეგზემპლარის 10 საკონტროლო გვერდიდან 4-ში, თუნდაც 1 დეფექტია. თუ დეფექტი გამოვლინდება სამი საკონტროლო ეგზემპლარიდან ორში, შედეგი უარყოფითია.
12. ინფორმაცია სანიტარიულ-ჰიგიენური ექსპერტიზისათვის (მუხლი 22) შეიძლება იყოს წარმოდგენილ ინფორმაციაში გამოცემის შესახებ ან დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტებში.
13. ტექსტის შრიფტის კეგელი უნდა განისაზღვროს შემდეგი პუნქტების მიხედვით