1. ამ წესით ასს-ის ორგანიზაციულ-განკარგულებითი საბუთები (შემდგომში – ოგს) მოიცავს შემდეგი სახის საბუთებს:
ა) ორგანიზაციულს (წესდება, დებულება, წესები, ინსტრუქციები, სახელმძღვანელო და ა. შ.);
ბ) განკარგულებითს (ბრძანება, მითითება, დადგენილება, გადაწყვეტილება და ა.შ.);
გ) საცნობარო-საინფორმაციო (ოქმი, აქტი, სამუშაო გეგმა, მოხსენება, სამსახურებრივი წერილი, ანგარიშგება, ცნობა – მიმოხილვა, ხელშეკრულება და სხვა).
2. ოგს-ის ერთობლიობას, რომელიც ადგენს სტ-ის ექსპლუატაციისა და ტმ-ის საორგანიზაციო, ნორმატიულ, ტექნიკურ და სხვა წესებს, ეწოდება საექსპლუატაციო საბუთები. საექსპლუატაციო საბუთები თავის მხრივ იყოფა:
ა) საერთო (სტ-ის ყველა ტიპისათვის);
ბ) ტიპობრივ (სტ-ის კონკრეტული ტიპისათვის);
გ) დანომრილ (სტ-ის კონკრეტული ცალისათვის);
დ) საწამოო-ტექნიკურ საბუთებად.
3. საექსპლუატაციო საბუთების საკონტროლო და სამუშაო ცალების შენახვის, გაცემის, გამოყენების ცვლილებების შეტანის წესს, აგრეთვე ამ საბუთების მდგომარეობაზე თანამდებობის პირების უფლებამოსილებას ადგენს ავიასაწარმო.
4. საექსპლუატაციო საბუთების ეტალონური ეგზემპლარების შენახვა და წარმოება უნდა შეესაბამებოდეს ამ ეგზემპლარების შემმუშავებლის მიერ დადგენილ მოთხოვნებს