1. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის პირველადი პროფესიული მომზადება ტარდება საგანმანათლებო დაწესებულებაში.
2. საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალის საავიაციო-ტექნიკური მომზადება (გადამზადება) ტარდება სათანადოდ სერტიფიცირებულ სასწავლებლებში და/ან ავიასაწარმოს სასწავლო ბაზაზე. ამ მომზადებისადმი წაყენებული მოთხოვნები, სასწავლო პროგრამების დამტკიცება, დგინდება სააგენტოს ნორმატიული საბუთებით.
3. ტექნიკური მომსახურების პერსონალის მომზადება უნდა მოიცავდეს:
ა) მიმდინარე მომზადებას;
ბ) სეზონურ პირობებში სტ-ის საექსპლუატაციოდ მომზადებას;
გ) დამოუკიდებელ მომზადებას;
დ) მიზნობრივ კურსებს (სტ-ის, ცალკეული სისტემებისა და აღჭურვილობის სახეობების, საექსპლუატაციო საბუთების კონკრეტული განყოფილებების შესწავლა, ოსტატობის ამაღლება და ა.შ.);
ე) სტაჟირებას (სტ-ზე მუშაობის პრაქტიკული ჩვევებისა და ტექნოლოგიური ხერხების ათვისებას).
4. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მიმდინარე ტექნიკურ მომზადებას განეკუთვნება:
ა) ასს-ის მუშაობისა და სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციის მომაწესრიგებელი საბუთების შესწავლა;
ბ) სტ-ის საიმედობის ინფორმაციის, მტყუნებისა და გაუმართაობების გამოვლენის, აღმოფხვრისა და თავიდან აცილების ხერხების შესწავლა;
გ) სტ-ის აგებულების ცვლილებების, დაყვანითი სამუშაოების ბიულეტენების შესწავლა;
დ) სტ-ის იმ სისტემებისა და ნაკეთობების აგებულებისა და საექსპლუატაციო საბუთების ხელმეორედ შესწავლა, რომელთა ექსპლუატაცია გაძლიერებულ ყურადღებას (სხვადასხვა მიზეზებით) მოითხოვს;
ე) სამუშაოს ახალი სახეობების მიმართ ჩვევების გამომუშავება.
5. სტ-ის სეზონურ პირობებში (გაზაფხულ-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში) საექსპლუატაციოდ ტექნიკური შემადგენლობის სპეციალისტის მომზადება ხორციელდება ავიასაწარმოს პროგრამების მიხედვით. სეზონური მომზადების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს:
ა) დამდეგი სეზონის პირობებში, სტ-ისა და სმს-ის მომზადებისა და ტექნიკური ექსპლუატაციის მომწესრიგებელი საბუთების შესწავლას;
ბ) გასულ მსგავს სეზონზე სხ-ის შესაბამისი ტიპის ექსპლუატაციის გამოცდილების შესწავლას;
გ) შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების ხელმეორე შესწავლას, დამდეგი სეზონის თავისებურებების გათვალისწინებით;
დ) დამდეგი სეზონის პირობებში სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციის თავისებურებებზე მუშაობის გმაოცდილების გაზიარება და ტქნიკური პერსონალის ცოდნის შემოწმება, ტარდება დასკვნით მეცადინეობაზე (კონფერენცია, სემინარი და სხვ.) რის შემდეგაც ფორმდება შესაბამისი საბუთები (ჩათვლის უწყისი, ჟურნალი, ოქმი და ა.შ).
6. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების მიმდინარე და სეზონური მომზადებისას სარგებლობენ საწარმოს მიერ დამტკიცებული და სააგენტოსთან შეთანხმებული პროგრამებით. ამ სახეობების მომზადების ჩატარების წესს (გეგმები, მეცადინეობის ფორმა, განრიგი და ა.შ.) ადგენს ავიასაწარმო სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე.
7. სპეციალისტების დამოუკიდებელი ტექნიკური მომზადება ტარდება ცალკეული თემების ან საგნების მიხედვით, მათი ხელმძღვანელების მიერ მოცემული პირადი დავალებების შესაბამისად.
8. ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის სტაჟირება ხორციელდება თეორიული სწავლების დამთავრების შემდეგ, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი საბუთ(ებ)ით. სტაჟირება უნდა ჩატარდეს იმ ავიასაწარმოს ბაზაზე, სადაც არის შესაბამისი საავიაციო ტექნიკა და მისი ექსპლუატაციის გამოცდილება