1. სტ-ის დაყვანითი სამუშაოები ტარდება მისი მოდერნიზაციისა და კონსტრუქციული – საწარმო ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. ეს სამუშაოები სრულდება შემმუშავებლის და/ან დამამზადებლის მიერ მიღებული და სააგენტოს მიერ ამოქმედებული სერვისული ბიულეტენების (შემდგომში – ბიულეტენი) მიხედვით.
2. რემონტზე მყოფ სტ-ზე უნდა შესრულდეს ყველა დაყვანითი სამუშაო ბიულეტენების მიხედვით, თუ ამ უკანასკნელით მისი შესრულების დასახელებული ვადა სტ-ის რემონტიდან გამოსვლამდე იწურება.
3. ბიულეტენით გათვალისწინებული სამუშაოებისათვის საჭირო მასალების მიმწოდებელი განისაზღვრება ამ ბიულეტენით, ავიასაწარმო უზრუნველყოფს მის მიღებას და სამუშოს შესრულების ორგანიზებას.
4. დაყვანით სამუშაოს ატარებენ ბიულეტენით მითითებული ორგანიზაციის სპეციალისტები. სამუშაოს შესრულების ადგილიც (საწარმოო ბაზა) ბიულეტენით არის მითითებული.
5. დაყვანითი სამუშაოს შემსრულებელ სპეციალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი მომზადება და დაშვება.
6. დაყვანითი სამუშაოს შემსრულებელი ორგანიზაცია პასუხისმგებელია სამუშაოს დროულობაზე, მის სისრულეზე, ხარისხზე და სამუშაოების ზედამხედველობაზე.
7. დაყვანითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა შესრულდეს:
ა) შემსრულებლის მიერ ბიულეტენის (მითითების) შინაარსის, მისი შესრულების ტექნოლოგიის შესწავლა, აუცილებელი პრაქტიკული ჩვევების ათვისება;
ბ) აუცილებელი ქონების, ხელსაწყო-იარაღის, სამარჯვის, სმს-ის და საკონტროლო-საზომი საშუალებების მომარაგება;
გ) სამუშაოს შესრულების მზადყოფნის შემოწმება.
8. სხვა ავიასაწარმოს სპეციალისტების მიერ შესრულებულ დაყვანითი სამუშაოების მიღებას ახორციელებენ ავიასაწარმოს წარმომადგენლები. ამ წარმომადგენლებს ადგენს ავიასაწარმო.
9. შესრულებულ დაყვანით სამუშაოზე მონაცემები იწერება სტ-ის ფორმულარში ან პასპორტში (ეტიკეტზე), რომელსაც ხელს აწერს სამუშაოს შემსრულებელი ხელმძღვანელი და სამუშაოს მიმღები ავიასაწარმოს წარმომადგენელი.
თავი XVII
ავიასაინჟინრო სამსახურის საქმიანობის დაგეგმვ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 57. საავიაციო ტექნიკის დაყვანითი სამუშაოები
თავი XVI — საავიაციო ტექნიკის საიმედობის უზრუნველყოფა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 25. ზემდგომი ან სხვა დაწესებულებების დოკუმენტების დაყვანა საქვეუწყებო დაწესებულებებამდე,
- მუხლი 45. არამატერიალური აქტივები ბალანსში აისახება შეძენის დანახარჯების თანხით, მათი იმ მდგომარეობამდე დაყვანის ხარჯების ჩათვლით, რომელშიც ისინი ვარგისია გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოსაყენებლად. ისინი თა
- მუხლი 1437. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მინიმუმამდე დაყვანა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 51. რემონტის დაგეგმვა
- მუხლი 52. საავიაციო ტექნიკის რემონტი
- მუხლი 53. ნამუშევარი საათების აღრიცხვა, რესურსების გაგრძელება
- მუხლი 54. საავიაციო ტექნიკის ჩამოწერა
- მუხლი 55. ზოგადი დებულებები
- მუხლი 56. საავიაციო ტექნიკის საიმედობის გაანალიზება და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მუხლი 59. საწარმოო დაგეგმვა
- მუხლი 60. წარმოების მართვა
- მუხლი 61. საწარმოო საქმიანობის ხარისხის და ეფექტურობის მართვა
- მუხლი 62. საავიაციო ტექნიკის ათვისების სამუშაოების მომზადება და ჩატარება
- მუხლი 63. საექსპლუატაციო გამოცდები
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 57, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-57/