1. სარემონტოდ მიღებულ სტ-ს ათავსებენ ანგარში ან სადგომზე, საჭიროებისას, აბამენ, აკონსერვებენ, შალითებს აფარებენ.
2. სარემონტო სტ-ის ტექნიკური მომსახურება სრულდება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
3. სტ-ის რემონტის ყველა პროცესი, დაშლის, წუნდების (დიგნოზირების), ტექნიკური მდგომარეობის აღდგენის, აწყობისა და გამოცდის ჩათვლით, სრულდება კონკრეტული ტიპის სტ-ის რემონტის სახელმძღვანელოს (ტიპობრივი ტექნოლოგიის) მოთხოვნების შესაბამისად. ტიპობრივი ტექნოლოგიით გაუთვალისწინებელი სამუშაო სრულდება რემონტის მწარმოებლის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიური საბუთების მიხედვით, რომელიც უნდა გატარდეს მეტროლოგიურ ექსპერტიზაზე და შეთანხმდეს “სტ-ის რემოტის სახელმძღვანელოს” შემმუშავებელთან.
4. სტ-ის გარემონტებისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს:
ა) სტ-ზე დაყვანითი სამუშაოების შესრულება, სერვისული ბიულეტენების მოთხოვნის შესაბამისად;
ბ) რემონტის სახელმძღვანელოსა და სხვა სარემონტო საბუთების მოთხოვნების სრულად შესრულება;
გ) ტექნოლოგიური საბუთებით ნებადართული მასალებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენება;
დ) შესრულებული სამუშაოების (ოპერაციების) ხარისხზე ზედამხედველობა, გარემონტებული სტ-ის კომპლექსური დათვალიერება, რემონტის ობიექტების მდგომარეობის ხარვეზების აღმოფხვრაზე ზედამხედველობა. აღნიშნულის მოგვარებაზე პასუხისმგებელია სტ-ის რემონტის მწარმოებლის ხელმძღვანელი.
5. სტ-ის გარემონტებისას გამოიყენება გამართული და დადგენილ ვადებში შემოწმებული საზომი საშუალებები, ტექნოლოგიური აღჭურვილობა, მონიშნული ხელსაწყო-იარაღი. საკუთარი წარმოების აღჭურვილობა, საზომი და კონტროლის საშუალებები, გამოსაყენებლად დაშვებამდე, უნდა გატარდეს მეტროლოგიურ ექსპერტიზაზე და ატესტაციაზე.
6. შემსრულებლებისა და ხარისხზე ზედამხედველი სპეციალისტების მიერ სტ-ზე შესრულებული სამუშაო ფორმდება საწარმოო-საკონტროლო საბუთებით. ამ საბუთების ფორმასა და შინაარსს ადგენს ავიასაწარმო.
7. ქვედანაყოფებსა და შემსრულებლებს შორის მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის განაწილება ტექნოლოგიური აღჭურვილობის, ხელსაწყო-იარაღის, საზომი და საკონტროლო საშუალებების გამართულობაზე და მეტროლოგიური შემოწმებების დროულობაზე, შემოწმების გეგმების (გრაფიკების) შემუშავებაზე, შემოწმების გატარებასა და მასზე ზედამხედველობაზე რემონტის მწარმოებლის/ავიასაწარმოს საბუთებით განისაზღვრება.
8. გარემონტებულ სტ-ზე რემონტის მწარმოებელი ასრულებს საკონსერვაციო და შესაფუთ სამუშაოებს, ტექნიკური საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
9. გარემონტებული სტ უნდა შემოწმდეს საფრენად ვარგისობის ნორმებისადმი შესაბამისობაზე და გამოიცადოს (შემოწმდეს), სარემონტო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად. ცალკეულ შემთხვევებში, საწარმოო პირობებისა და რემონტის ათვისების დონის შესაბამისად, ნაკეთობებისა და სისტემების გამოცდის მოცულობა (საფრენოსნო გამოცდების გარდა) შეიძლება შეიცვალოს, კონკრეტული ტიპის სტ-ის რემონტის სახელმძღვანელოს შემმუშავებელთან შეთანხმებით.
10. რემონტის მწარმოებლის საგარანტიო ვალდებულებები შეიტანება საექსპლუატაციო საბუთებში (ფორმულარი, პასპორტი, ეტიკეტი).
თავი XV
საავიაციო ტექნიკის რესურსის გაგრძელება და ჩამოწერ