1. ტმ-ის მეტროლოგიური უზრუნველყოფის ძირითადი ამოცანებია:
ა) საზომი საშუალებების (საკონტროლო-საზომი ხელსაწყოებისა და საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურის) შენარჩუნება გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში, სხ-ის ნაკეთობებისა და სისტემების პარამეტრების გაზომვის საჭირო სიზუსტის უზრუნველყოფა;
ბ) საზომი საშუალებების მდგომარეობის გაანალიზება;
გ) საზომი საშუალებებისა და საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურის შემოწმება და მეტროლოგიური ატესტაცია, შემუშავებული საკონსტრუქტორო, ტექნოლოგიური, საექსპლუატაციო და სარემონტო საბუთების მეტროლოგიური ექსპერტიზა;
დ) გაზომვის სიზუსტის სახელმწიფო და საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დანერგვა.
2. ტმ-ის მეტროლოგიურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლები არიან ავიასაწარმოსა და მისი ქვედანაყოფების ასს-ის ხელმძღვანელები, რომელთაც ევალებათ:
ა) საზომი საშუალებების აღრიცხვა;
ბ) მეტროლოგიურ ლაბორატორიაში საზომი საშუალებების შემოწმებისა და რემონტის გეგმა-გრაფიკების შემუშავება (ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან ერთად) და წარმართვა (შემოწმების ვადები დგინდება საექსპლუატაციო საბუთებით);
გ) საზომი საშუალებების გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) საზომი საშუალებების მდგომარეობის მეტროლოგიური შემოწმება და შესაბამისი საბუთების წარმოება.
3. სტ-ზე გამოსაყენებლად დაიშვება გამართული, შემოწმება და ატესტაციაგავლილი საშუალება, საექსპლუატაციო საბუთებისა და საქართველოში ნორმატიული საბუთების შესაბამისად.
4. საზომი საშუალება მოწმდება დადგენილი წესით ავიასაწარმოს მიერ დაგეგმილ ვადებში.
5. საზომ საშუალებას უნდა გააჩნდეს საექსპლუატაციო საბუთები (ფორმულარი, პასპორტი, ატესტატი, ექსპლუატაციის ინსტრუქცია, ტექნიკური აღწერილობა, შემოწმების მეთოდიკა). აკრძალულია იმ საზომი საშუალების გამოყენება, რომელზედაც ავიასაწარმოს საექსპლუატაციო საბუთები არ აქვს.
5. ავიასაწარმოში დამზადებულმა ან მოდერნიზებულმა საზომმა საშუალებამ, ტექნოლოგიურმა და სხვა აღჭურვილობამ უნდა გაიაროს მეტროლოგიური ატესტაცია.
6. მეტროლოგიური ექსპერტიზა უნდა გაიაროს ავიასაწარმოში შემუშავებულმა ყველა სახის ტექნიკურმა საბუთმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოყენება აკრძალულია.
7. საზომი საშუალებების შემოწმებაზე და ატესტაციაზე, საბუთების მეტროლოგიურ ექსპერტიზაზე დაკავებულ სპეციალისტებს უნდა გააჩნდეთ სპეციალური მომზადება და ამ სამუშაოებზე დაშვება, დადგენილი წესით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 49. მეტროლოგიური უზრუნველყოფა
თავი XIII — საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 2. სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის მიზნებისთვის აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელ
- მუხლი 2. სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელ
- მუხლი 75. მეტროლოგიის ინსტიტუტი
- მუხლი 60. ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებების მეტროლოგიური ნორმების დაცვა
- მუხლი 4. საქმისწარმოების ერთიანი წესების საფუძველზე მუშავდება და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით მტკიცდება შემდეგი ნორმატიული და მეთოდიკური დოკუ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 43. ძირითადი დებულებები
- მუხლი 44. მომსახურება პარამეტრების შემოწმებით
- მუხლი 45. ტექნიკური მომსახურება საიმედოობის დონის შემოწმებით
- მუხლი 46. უზრუნველყოფის მოგვარება
- მუხლი 47. წარმოების მომზადება
- მუხლი 48. ტექნოლოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფა
- მუხლი 50. ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სხვა სახეობების თავისებურებები
- მუხლი 51. რემონტის დაგეგმვა
- მუხლი 52. საავიაციო ტექნიკის რემონტი
- მუხლი 53. ნამუშევარი საათების აღრიცხვა, რესურსების გაგრძელება
- მუხლი 54. საავიაციო ტექნიკის ჩამოწერა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 49, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-49/