1. ტექნიკური მომსახურება პარამეტრების შემოწმებით გამოიყენება იმ ნაკეთობისათვის, რომელთა მწყობრიდან გამოსვლა ფრენის უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას.
2. მდგომარეობის მიხედვით ჩატარებული ტმ-ის საექსპლუატაციო საბუთებით უნდა დადგინდეს ნაკეთობების შესამოწმებელი პარამეტრების ჩამონათვალი, მისი ზღვრულად დასაშვები მნიშვნელობები, შემოწმების პერიოდულობა და ტექნოლოგია, საჭირო საშუალებები, აგრეთვე – შემოწმების შედეგების მიხედვით გადაწყვეტილებების მიღების წესები.
3. პარამეტრების შემოწმება შეიძლება ტარდებოდეს განუწყვეტლივ ან პერიოდულად. შემოწმების რეჟიმი, მისი მოცულობა და პერიოდულობა დგინდება საექსპლუატაციო საბუთებით, კონკრეტული ტიპის ნაკეთობებისათვის.
4. გამართულობისა და სამუშაოდ ვარგისობის პარამეტრების შემოწმებით ექსპლუატირებული ნაკეთობების აღდგენა ან შეცვლა წარმოებს მისი მწყობრიდან გამოსვლისა და/ან მტყუნებისწინა მდგომარეობისას.
შენიშვნა: მტყუნებისწინა მდგომარეობა – ერთი ან რამდენიმე დიაგნოზური პარამეტრის გასვლა დასაშვები ფარგლებიდან (პარამეტრი განისაზღვრება საექსპლუატაციო საბუთებით)