1. ჰაერში სტ-ის მდგომარეობაზე მეთვალყურეობას ახორციელებს ეკიპაჟი, სეს-ის მოთხოვნების შესაბამისად; ამ დროს გამოვლენილ გაუმართაობაზე ეკიპაჟი წერს სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში.
2. სტ-ის ტექნიკური მომსახურების ნებისმიერი სახეობის დროს, სტ-ის მდგომარეობაზე მეთვალყურეობენ მისი შემსრულებლები და ხარისხზე ზედამხედველი სპეციალისტები.
3. ხარისხზე ზედამხედველი სპეციალისტების შემადგენლობას ადგენს და აყალიბებს ავიასაწარმო. თუ ავიასაწარმოს სპეციფიკიდან გამომდინარე ასეთი ქვედანაყოფი ავიასაწარმოში არ შემუშავებულა, ხარისხზე ზედამხედველობას ახორციელებენ სამუშაოს უშუალოდ შემსრულებლები და მისი ხელმძღვანელი, ან ავიასაწარმოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შედარებით უფრო დაოსტატებულ სპეციალისტების შეიძლება მიეცეს სამუშაოების (ავიასაწარმოში დამტკიცებული ჩამონათვალისა და ამ უფლების მინიჭება-გაუქმების წესების მიხედვით) შესრულების უფლება, სხვა პირების მიერ შეუმოწმებლად.
4. სტ-ის ტმ-ის შესრულების ხარისხის შემოწმება დასრულებულად ითვლება მაშინ, როცა მისი შემსრულებელი და ზედამხედველი ხელს მოაწერენ საბუთს (განაწესი, საოპერაციო უწყისი და სხვ.).
5. თუ შესამოწმებლად წარდგენილი სამუშაო შესრულებულია ტექნოლოგიის ან დადგენილი მოცულობის დარღვევით, ზედამხედველი ვალდებულია სამუშაო არ მიიღოს და მოითხოვოს ხარვეზების აღმოფხვრა. ასეთი სამუშაოს ხელმეორედ წარდგენისა და მიღების, აგრეთვე შესაბამისი ზომების მიღებისა და გაფორმების წესს ადგენს ავიასაწარმო