1. მეთვალყურეობის მიზანია სტ-ის გამართულობის და სამუშაოდ ვარგისობის დადგენა, მწყობრიდან გამოსვლის და ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დარღვევის თავიდან აცილება.
2. სტ-ის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა ხორციელდება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად. მის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ავიასაწარმოს ასს-ს, ეკიპაჟს (სეს-ის ფარგლებში) და სტ-ის ტექნიკურ ექსპლუატაციაში მონაწილე სხვა სპეციალისტებს, მათი თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში.
3. ტმ-ის სისრულესა და ხარისხზე (ოტმ-ის, პტმ-ისა და სტ-ის რემონტის დროს), სამუშაოების შესრულებისას სტ-ს მდგომარეობაზე პასუხისმგებლები არიან მისი უშუალო შემსრულებლები.
4. ტმ-ის სისრულესა და ხარისხზე მეთვალყურეობა ხორციელდება სტ-ის საექსპლუატაციო საბუთებისა და ავიასაწარმოს მიერ მიღებული მოთხოვნების შესაბამისად.
5. ხარისხზე ზედამხედველი სპეციალისტები პასუხისმგებლები არიან საექსპუატაციო საბუთებისა და საწარმოო დავალების მოთხოვნებით სისრულეზე.
6. ხარისხზე ზედამხედველობის ტექნოლოგიურ-მეთოდური საბუთები არის ავიასაწარმოში შემუშავებული ხარისხის მართვის სისტემის საბუთების ნაწილი.
7. ასს-ის ხელმძღვანელი, მისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, ტექნიკური სპეციალისტები ვალდებულნი არიან გააანალიზონ სტ-ის მდგომარეობისა და ტმ-ის შემოწმების შედეგები, მიიღონ ნაკლოვანებების აღმოფხვრის ეფექტური ზომები, უზრუნველყოფენ დროული და სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, სააგენტოს აცნობონ სტ-ის გაუმართაობაზე და ფრენების უსაფრთხოებისათვის საშიშროების შემქმნელ სირთულეებზე