1. ავიასაწარმოში სტ-ის ტექნიკური მომსახურება მდგომარეობის მიხედვით სრულდება პარამეტრებისა და საიმედობის დონის შემოწმებით.
2. სტ-ის ტმ მდგომარეობისდა მიხედვით სამუშაოების მოცულობა განისაზღვრება დიაგნოზური პარამეტრების მნიშვნელობით ან ერთი ტიპის ნაკეთობების (სხ მთლიანად, მისი შემადგენელი ნაწილები, ძრავა, მათი მაკომპლექტებელი ნაკეთობები) საიმედობის მაჩვენებლებით.
შენიშვნა: ტერმინი “დიაგნოზური პარამეტრი” ნიშნავს კონკრეტული ნაკეთობის თვისების იმ მახასიათებელს, რომელიც მის ტექნიკურ მდგომარეობას განსაზღვრავს.
3. სტ-ის გამართული მდგომარეობიდან გაუმართავში გადასვლა ხასიათდება მისი პარამეტრის ზღვრული მტყუნებისწინა მნიშვნელობით, რომლის მიღწევისას საჭიროა სტ-ის გამართულობის აღსადგენი სამუშაოს ჩატარება.
4. სტ-ის ტმ-ის მდგომარეობისდა მიხედვით ჩატარების მიზანია სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების ხარისხისა და უტყუარობის ამაღლება, ფრენების უსაფრთხოებისა და რეგულარობის დონის შენარჩუნებასთან ერთად.
5. სტ-ის (სისტემების, ნაკეთობების) ოპერატიული, პერიოდული, სეზონური და სხვა სახეობის ტმ, რომელიც მდგომარეობისდა მიხედვით ტარდება, ისეთივე წესით სრულდება, როგორც ნამუშევარი საათების მიხედვით მომსახურება, ამისათვის სხ-ის საექსპლუატაციო საბუთებში შეაქვთ შესაბამისი ცვლილებები.
6. სტ-ის მდგომარეობისდა მიხედვით ტმ-ზე გადასასვლელად ავიასაწარმო ემზადება სააგენტოსთან შეთანხმებული საბუთებით. ამ საბუთებით დგინდება საორგანიზაციო-ტექნიკური ღონისძიებები, რითაც განისაზღვრება:
ა) ასს-ის, საფრენოსნო ქვედანაყოფის, სხვა სამსახურების დამატებითი ვალდებულებები და ურთიერთმოქმედების თავისებურებები;
ბ) ასს-ის სპეციალისტების დამატებითი მოვალეობები;
გ) სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციის საბუთებით უზრუნველყოფის თავისებურებები;
დ) სტ-ის დიაგნოზირების ახალი საშუალებების გამოყენების პირობები და თავისებურებები.
7. კონკრეტული სტ-ის მდგომარეობის მიხედვით მომსახურების შესაძლებლობა დგინდება სტ-ის შემმუშავებლის და/ან დამამზადებლისა და სააგენტოს გადაწყვეტილებებით, ავიასაწარმოს შესაბამისი მზადყოფნა კი – სააგენტოს გადაწყვეტილებით.
8. ავიასაწარმო სტ-ის მდგომარეობისდა მიხედვით მოსამსახურებლად მზად ითვლება, თუ პრაქტიკულად შესრულებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის პირობები