1. განსაკუთრებულ სახეობებს განეკუთვნება სტ-ის ერთჯერადი, საინსპექტორო და საკონტროლო დათვალიერება (შემოწმება), რომლებიც სრულდება საექსპლუატაციო საბუთებით, სააგენტოს მითითებებით, სტ-ის ექსპლუატანტი ავიასაწარმოს, ან შემმუშავებლის ან მწარმოებლის საბუთებით დადგენილ ვადებში და მოცულობით.
2. ერთჯერადი დათვალიერება ტარდება სხ-ის ცალკეული ნაწილებისა და აგებულების ელემენტების კვანძების, ნაკეთობებისა და სისტემების მდგრადობის, მათი სამუშაოდ ვარგისობისა და სწორი მუშაობის დაწვრილებით შესამოწმებლად.
3. სტ-ის ერთჯერადი დათვალიერების მოთხოვნა, წინადადებები და რჩევები შეიძლება მოვიდეს სააგენტოდან, ან შემმუშავებლისა და/ან დამამზადებლისაგან.
4. შემოწმების ჩატარების წესი, ამისათვის საჭირო საშუალებები და მარაგი, მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება ერთჯერადი დათვალიერების საჭიროების დამდგენის მიერ.
5. ბიულეტენებისა და მითითებების მიხედვით შესრულებული ერთჯერადი დათვალიერების შედეგები იწერება სხ-ის ფორმულარის დაყვანითი სამუშაოების და დათვალიერებების განყობილებაში.
6. საკონტროლო დათვალიერება ტარდება სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის, მისი ტექნიკური მომსახურების ორგანიზებისა და ხარისხის შესაფასებლად.
7. ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული საკონტროლო შემოწმებების წესსა და გრაფიკს, მონაწილეთა რაოდენობას ადგენს ავიასაწარმო.
8. საკონტროლო დათვალიერებისას აღმოჩენილი გაუმართაობები, სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, საინსპექტორო ჯგუფის შენიშვნები და დასკვნები წუნის შესახებ შეიტანება დეფექტების უწყისში, რომელსაც ხელს აწერს დათვალიერების ყველა მონაწილე.
9. საკონტროლო დათვალიერების ცნობები და მისი შედეგები აღირიცხება ავიასაწარმოს მიერ დადგენილი ფორმით (ჟურნალი ან სხვა), რომელიც იწარმოება ასს-ში.
10. სტ-ის საინსპექტორო დათვალიერება ტარდება სხ-ის საფრენად ვარგისობის მოწმობის მოქმედების ვადისა და რესურსის გაგრძელებისას, დაზიანებული სხ-ის აღდგენისას, ხომალდის რემონტიდან მიღებისას და სააგენტოს და/ან ავიასაწარმოს ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
11. საინსპექტორო დათვალიერების ჩასატარებლად სააგენტო ნიშნავს კომისიას, განსაზღვრავს დათვალიერების მოცულობას და ვადებს
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 40. დათვალიერების (შემოწმების) განსაკუთრებული სახეობები
თავი XI — საავიაციო ტექნიკის მდგომარეობისა და ტექნიკური მომსახურების ხარისხის კონტროლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 33. ჰიდროთვითმფრინავისა და შვეულმფრენის მომსახურება
- მუხლი 34. სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურება
- მუხლი 36. იჯარით (ლიზინგით) აღებული საავიაციო ტექნიკის მომსახურება
- მუხლი 37. ძირითადი დებულებები
- მუხლი 38. მეთვალყურეობის მოგვარება
- მუხლი 39. მეთვალყურეობა საჰაერო ხომალდის გამოყენებისას და მომსახურებისას
- მუხლი 41. საკონტროლო ფრენა და მიმოსვლა
- მუხლი 42. დაუმთავრებელი სამუშაოთი საჰაერო ხომალდის გადაცემის მოგვარება და შემოწმება
- მუხლი 43. ძირითადი დებულებები
- მუხლი 44. მომსახურება პარამეტრების შემოწმებით
- მუხლი 45. ტექნიკური მომსახურება საიმედოობის დონის შემოწმებით
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 40, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-40/