1. სხ-ის საკონტროლო ფრენა (შემოფრენა) სრულდება იმ სისტემებისა და ნაკეთობების მუშაობის შესამოწმებლად, რომლის შემოწმებაც ხმელეთზე არ ხერხდება. შემოფრენის აუცილებლობის მომთხოვნი შემთხვევების ჩამონათვალი დგინდება საექსპლუატაციო საბუთებით. ავიასაწარმოს უფლება ეძლევა მიიღოს შემოფრენის გადაწყვეტილება სხვა შემთხვევებშიც.
2. შემოფრენის შეთავსება კომერციულ ფრენასთან აკრძალულია.
3. შემოფრენა ტარდება “საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების”, “საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს”, წინამდებარე “წესისა” და შემოფრენის პროგრამების მიხედვით.
4. შემოფრენის პროგრამას ავიასაწარმო შეიმუშავებს და დადგენილი წესით ამტკიცებს. ამ პროგრამაში მიეთითება შემოფრენის მიზანი, პირობები და რეჟიმები, პარამეტრები, რომლებიც უნდა შემოწმდეს, აგრეთვე – ეკიპაჟისა და შემოფრენის სხვა წევრების შემადგენლობა.
5. სხ შემოფრენისათვის მზადდება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების მიხედვით. საჰაერო ხომალდის ოტმ-ის განწესსა და სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში სამუშაოების ხელმძღვანელი წერს: თვითმფრინავი (შვეულმფრენი) შემოფრენისთვის “გამზადებულია”, გაფრენის ნებას ვრთავ”. განაწესს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა: “შემოფრენის წინ”.
6. შემოფრენის განმავლობაში, ეკიპაჟი და შემოფრენაში მონაწილე სპეციალისტები ვალდებულნი არიან:
ა) ყურადღებით აკვირდებოდნენ სტ-ის მუშაობას, აღნუსხონ შესამოწმებელი სისტემების (ნაკეთობების) შემოფრენის პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრები (მუშაობის თავისებურებები);
ბ) სტ-ის მუშაობაში ნორმიდან გადახვევის აღმოჩენისთანავე, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს სხ-ის მეთაურს, აგრეთვე, აცნობოს საკუთარი დასკვნა გადახრის სავარაუდო მიზეზებზე და რეკომენდებულ ქმედებებზე; სხ-ის მეთაურის ნებართვით მიიღოს სტ-ის ჩვეული მუშაობის აღსადგენი ზომები.
7. შემოფრენის პროგრამით შესრულებასა და მის შედეგებზე გამოვლენილ მტყუნებებსა და გაუმართაობებზე კეთდება ჩანაწერი სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში და შემოფრენის განწესში.
8. შემოფრენის შემდეგ, სხ-ის ტექნიკური მომსახურების მოცულობა, მისი ჩატარებისა და ტექნიკური მითითების გაფორმების წესი დგინდება საექსპლუატაციო საბუთებითა და საწარმოო დავალებით. ამ სამუშაოების შესრულების განწესსა და მის დანართებს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა: „შემოფრენის შემდეგ”.
9. შემოფრენის შედეგები მუშავდება მისი პროგრამის შესაბამისად, გაშიფვრის ტექნოლოგიისა (მეთოდიკისა) და მონაცემების ანალიზის გამოყენებით; ამ მასალების საექსპერტო შემოწმებას ატარებენ ავიასაწარმოს მიერ განსაზღვრული სპეციალისტები. სტ-ის მუშაობაში გადახრების უქონლობის დადასტურებისას, სხ-ის გამართულობის დასკვნას, ტმ-ის შესრულების შემდეგ, იძლევა სამუშაოების უშუალო ხელმძღვანელი და ხარისხზე პასუხისმგებელი სპეციალსტი.
10. სხ-ის მეთაურის მიერ ხელმოწერილი შემოფრენის განწესის, შემოფრენამდე და მის შემდეგ შესრულებული ტმ-ის სამუშაოებზე გაფორმებული განწესების საფუძველზე, კეთდება ჩანაწერი სხ-ის ფორმულარში.
11. საკონტროლო მიმოსვლა სრულდება იმ სისტემებისა და ნაკეთობების შესამოწმებლად, რისი შემოწმებაც სადგომზე შეუძლებელია. საკონტროლო მიმოსვლის ჩატარების აუცილებლობის ჩამონათვალი დგინდება საექსპლუატაციო საბუთებით. ავიასაწარმოს უფლება ეძლევა მიიღოს საკონტროლო მიმოსვლის გადაწყვეტილება სხვა შემთხვევებშიც.
12. საკონტროლო მიმოსვლა ტარდება „საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების”, “საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს”, წინამდებარე „წესისა” და მისი შესრულების დამტკიცებული პროგრამის მიხედვით.
13. საკონტროლო მიმოსვლის პროგრამას ავიასაწარმო შეიმუშავებს და დადგენილი წესით ამტკიცებს. პროგრამაში მიეთითება მიმოსვლის მიზანი, პირობები, შესამოწმებელი რეჟიმები და პარამეტრები, აგრეთვე – ეკიპაჟისა და მიმოსვლაში მონაწილე სხვა პირების შემადგენლობა.
14. სხ საკონტროლო მიმოსვლისათვის მზადდება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების, მიმოსვლის პროგრამისა და საწარმოო დავალების მიხედვით. საჰაერო ხომალდის ოტმ-ის განწესისა და სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში სამუშაოების ხელმძღვანელი წერს: თვითმფრინავი (შვეულმფრენი) საკონტროლო მიმოსვლისათვის გამზადებულია, მიმოსვლის ნებას ვრთავ”. განწესს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა: “საკონტროლო მიმოსვლის წინ”.
15. საკონტროლო მიმოსვლის პროგრამის შესრულებასა და მის შედეგებზე წერენ სხ-ის ტექნიკურ ბორტჟურნალში. გაფორმების წესი დგინდება საექსპლუატაციო საბუთებითა და საწარმოო დავალებით. ამ სამუშაოების შესრულების განწესს უნდა ჰქონდეს აღნიშვნა: “საკონტროლო მიმოსვლის შემდეგ” მიმოსვლის პროგრამა ეკიპაჟის დასკვნით (სხ-ის მეთაურის ხელმოწერით) განწესს თან ერთვის