1. საჰაერო ხომალდის ტმ-ის უზრუნველყოფაში იგულისხმება საქმიანობის ის დამატებითი სახეობები, რომელთა მიზანია ძირითადი პროცესის – ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ეფექტური შესრულების პირობების შექმნა.
2. ავიასაწარმოში ტმ-ის უზრუნველყოფას განეკუთვნება:
ა) წარმოების მომზადება;
ბ) საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური-საკონსტრუქტორო და მეტროლოგიური უზრუნველყოფა;
გ) ძირითადი პროცესის მოთხოვნების საერთო მოხმარების სმს-ით, ტრანსპორტით, ავიატექნიკური და სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ქონებით, ორგტექნიკით, კომპიუტერებით, სსმ-ით, ხანძარსაქრობი საშუალებებით, საინფორმაციო მომსახურებით და სხვა დაკმაყოფილება;
დ) კავშირგაბმულობის, თბო, ელექტრო, წყალ, აირმომარაგების, სხ-ებისა და საწარმოო ობიექტების დაცვის მოგვარება;
ე) სხ-ების სადგომების, დეგაზაციისა და დეზაქტივაციის მოედნების, საწმენდი ნაგებობების აღჭურვა და შენახვა.
3. სხ-ის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფა ხორციელდება ავიასაწარმოს მიერ დადგენილი წესით.
4. ტმ-ისათვის გამოიყენება მოწყობილობით, სტენდებით, დანადგარებით და ა.შ. სათანადოდ აღჭურვილი შენობები, ნაგებობები და სათავსოები.
5. ტექნოლოგიური აღჭურვილობა საექსპლუატაციოდ დაიშვება მისი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ.
6. ძალურამძრავიან აღჭურვილობას, ამწე-სატრანსპორტო მექანიზმს, ყველა ტიპის საკომპრესორო ენერგეტიკულ დანადგარს, საჩარხე და შესადუღებელ აღჭურვილობას, შეკუმშული აირებისა და შხამიანი ნივთიერებების ჭურჭელს პასპორტი უნდა გააჩნდეს.
7. ქვედანაყოფში გამოყენებული ტექნოლოგიური აღჭურვილობა უნდა გაპიროვნდეს მის ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელ პირზე, რის შესახებაც სპეციალურ ჟურნალში უნდა ჩაიწეროს; ამ ჟურნალის ფორმას და შინაარსს, მის წარმოებაზე პასუხისმგებელს ადგენს ავიასაწარმო.
8. ავიასაწარმოში სტ-ის ტმ-ისათვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაცია, გამართულობის შემოწმება, რემონტი და შენახვა ხორციელდება მათი საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
9. ტექნოლოგიური აღჭურვილობის გამპიროვნებელი ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე, შენახვასა და დროულ შემოწმებაზე (გამოცდებზე). ამ აღჭურვილობის გამომყენებელი ტექნიკური სპეციალისტები გამოსაყენებლად დაიშვებიან საწარმოს მიერ დადგენილი წესით.
10. ტექნოლოგიური აღჭურვილობის ტმრ-ს, შემოწმებას და გამოცდებს ატარებს ავიასაწარმო, საჭიროებისას კი – სხვა ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე.
11. სტ-ის მდგომარეობის შესამოწმებლად გამოიყენება სამოქალაქო ავიაციაში მიღებული, მეტროლოგიურ შემოწმებაგავლილი სტანდარტული (საქარხნო წარმოების) საშუალებები (სტაციონარული და გადასატანი დანადგარები, სამარჯვები, სტენდები, მოწყობილობები, ხელსაწყოები და აპარატურა, მათ შორის – დაურღვეველი შემოწმების საშუალებები).
12. დასაშვებია ავიასაწარმოს საინჟინრო საავიაციო სამსახურში, სხვა ორგანიზაციაში დამზადებული, მეტროლოგიური შემოწმებაგავლილი არასტანდარტული საშუალებების გამოყენება. შემოწმების არასტანდარტული საშუალებები სტ-ის მდგომარეობის შესამოწმებლად დაიშვება დადგენილი საბუთების (მოწმობა, ექსპლუატაციის ინსტრუქცია) გაფორმებისა და ფორმულარში (პასპორტში) შესაბამისი ჩანაწერების გაკეთების შემდეგ.
13. შემოწმების საშუალებები საექსპლუატაციოდ უნდა გაიცეს მომზადებულ და მასზე სამუშაოდ დაშვებულ სპეციალისტებზე, რომელთაც ეკისრებათ მისი გამოყენება, მომსახურება და საექსპლუატაციო საბუთების წარმოება. შემოწმების საშუალებები გადააქვთ და ინახავენ დადგენილ ტარაში, საბუთებით დადგენილ პირობებში.
14. გაუმართავი, შემოწმების ვადაგასული, დადგენილი წესებისა და პირობების დარღვევით შენახული ან გადატანილი შემოწმების საშუალების გამოყენება აკრძალულია