1. სარემონტოდ იგზავნება ის სტ, რომელმაც გამოიმუშავა რემონტთაშორისი რესურსი ან ექსპლუატაციის ვადა (ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე – გაუმართაობებისა და დაზიანების გამო ექსპლუატაციიდან ვადამდე მოხსნილი, რომელიც გარემონტების შემდეგ გამოსაყენებლად ვარგისი იქნება.
2. სტ-ის ვადამდე სარემონტოდ გაგზავნის აუცილებლობას ადგენს ავიასაწარმო (სტ-ის მესაკუთრე, ექსპლუატანტი).
3. სტ-ის გარემონტების საჭიროებას ავიასაწარმო განსაზღვრავს დამოუკიდებლად, საექსპლუატაციო რესურსების და ვადების მიხედვით.
4. სხ-ის სარემონტოდ მომზადებისას ავიასაწარმო ვალდებულია:
ა) რემონტის მწარმოებელს გადასცეს რემონტის ტიპობრივი ტექნოლოგიით გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოების შეკვეთა (სხ-ის კვლავაღჭურვა, დაყვანითი სამუშაოები, მნიშვნელოვანი მექანიკური და კოროზიული დაზიანების აღმოფხვრა, აგრეთვე სხვა სამუშაოები, რისთვისაც რემონტის მწარმოებელს წინასწარი მომზადება სჭირდება), შეთანხმების პირობებით განსაზღვრულ ვადებში;
ბ) დააკომპლექტოს და გააფორმოს სტ-ის დანომრილი საბუთები.
5. სხ-ის რემონტის ადგილამდე გაფრენისას, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გადასაფრენად საჭირო რესურსის ნაშთი.
6. სხ-ზე დამონტაჟებულ ფრენის პირობებით გათვალისწინებულ აღჭურვილობას (საავარიო-სამაშველო საშუალებები, სანიტარიული და სხვ) რემონტის მწარმოებელი არემონტებს.
7. სხ-ზე დაყენებული ძრავები, საჭიროებისას მოწმდება სამუშაოდ ვარგისობაზე, ტექნიკური პარამეტრების ნორმებისადმი შესაბამისობაზე და კონსერვდება. ამ ძრავების გამოყენების (გარემონტებულ სხ-ზე დაყენება, სარემონტოდ გაგზავნა და ა.შ.) აგრეთვე, სხ-ზე დასაყენებლად სხვა ძრავების მოწოდების საკითხები წყდება მხარეებს შორის დადებული შეთანხმების მიხედვით