1. სტ-ის ჩამოწერა ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ჩამოწერილი სტ-ის ფრენებისათვის გამოყენება აკრძალულია.
3. სტ-ის ჩამოწერის საფუძვლებია:
ა) სტ-ის ტიპის მთელი პარკის, სერიის (თუ ეს სტ შედის ამ სერიაში), ან მოცემული კონკრეტული ეგზემპლარის ექსპლუატაციიდან სამუდამოდ მოხსნა;
ბ) მუშაობის საერთო ვადის და/ან დანიშნული რესურსის ამოწურვა;
გ) წარმოქმნილი გაუმართაობა არ იძლევა საფრენად ვარგისობის ნორმების მოთხოვნების შესაბამისად მისი დანიშნულებისამებრ აღდგენას;
დ) სტ-ის განადგურება;
ე) უკვალოდ დაკარგვა;
ვ) იძულებითი დაფრენის ადგილიდან სტ-ის გამოტანის შეუძლებლობა.
4. საექსპლუატაციოდ დაიშვება ჩამოწერილი სტ-დან მოხსნილი ის ნაკეთობა, რომელსაც 53-ე მუხლის პირველი პუნქტის გ) და დ) ქვეპუნქტებით მითითებული რესურსი არ გამოუმუშავებია და სტ-ის ჩამოწერის მიზეზი საავიაციო შემთხვევა არ არის. საავიაციო შემთხვევის დროს, ასეთი ნაკეთობის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ მისი გარემონტების შემდეგ, რომლის მიზანშეწონილობას ავიასაწარმოს კომისია ადგენს.
5. ჩამოწერილი სხ მოჰყავთ არასაფრენოსნო მდგომარეობაში. საექსპლუტაციოდ გამოუსადეგარი მისი შემადგენილი ნაწილების გამოყენება რაიმე საფრენი აპარატის დასამზადებლად აკრძალულია.
6. ჩამოწერილი სხ-ის სხვა ორგანიზაციისათვის გადაცემისას, ან უტილიზაციისას, ან ავიასაწარმოში დროებით შენახვისას, სისტემებიდან უნდა ჩამოისხას სსმ და სპეცსითხეები, განიმუხტოს წნევის ქსელში მყოფი მოცულობები და აგრეგატები, მოიხსნას ფეთქებადი მოწყობილობები, რადიოსადგურები, სპეციალური ნაკეთობები (ხელსაწყოები), აკუმულატორები და სხვა მოსახსნელი აღჭურვილობა.
7. ჩამოწერილი სტ-დან მოხსნილი, შემდგომი გამოყენებისათვის გათვალისწინებული აღჭურვილობა აღირიცხება, საჭიროებისას – კონსერვდება და შესანახად ბარდება. ჩამოწერილი ან სარემონტოდ გათვალისწინებული ნაკეთობის შენახვისას იღებენ ამ წესის 47-ე მუხლის მე-10-12 პუნქტების შესაბამის ზომებს, რათა ეს ნაკეთობები გამოყენებული არ იქნეს მოქმედ სტ-ზე.
თავი XVI
საავიაციო ტექნიკის საიმედობის უზრუნველყოფ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 54. საავიაციო ტექნიკის ჩამოწერა
თავი XV — საავიაციო ტექნიკის რესურსის გაგრძელება და ჩამოწერა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 6. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
- მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ჩამოწერა
- მუხლი 7. გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 48. ტექნოლოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფა
- მუხლი 49. მეტროლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 50. ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სხვა სახეობების თავისებურებები
- მუხლი 51. რემონტის დაგეგმვა
- მუხლი 52. საავიაციო ტექნიკის რემონტი
- მუხლი 53. ნამუშევარი საათების აღრიცხვა, რესურსების გაგრძელება
- მუხლი 55. ზოგადი დებულებები
- მუხლი 56. საავიაციო ტექნიკის საიმედობის გაანალიზება და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მუხლი 57. საავიაციო ტექნიკის დაყვანითი სამუშაოები
- მუხლი 59. საწარმოო დაგეგმვა
- მუხლი 60. წარმოების მართვა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 54, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-54/