1. სტ-ის ექსპლუატაციისას გამოიყენება მისი რესურსის შემდეგი განსაზღვრებები:
ა) საგარანტიო რესურსი – ნაკეთობის ნამუშევარი საათებით, ფრენებით, ციკლებით ან სხვა განზომილების ერთეულით (მუშაობის საგარანტიო ვადა – ექსპლუატაციის კალენდარული ვადა წლებით, თვეობით), რომლის დასრულებამდე დამამზადებელი საწარმო თავდებობას კისრულობს და უზრუნველყოფს ნაკეთობისადმი წაყენებული გარკვეული მოთხოვნების შესრულებას, ტექნიკური ექსპლუატაციის სახელმძღვანელოსა და ტმ-ის რეგლამენტების (პროგრამების) შესაბამისად, ექსპლუატაციის წესების დაცვის პირობით, მათ შორის – შენახვისა და ტრანსპორტირების წესებისა;
ბ) რემონტთაშორისი (ტმ-ს შორისი) რესურსი – ნაკეთობის ნამუშევარი საათები, ფრენების რაოდენობა, ციკლები (ექსპლუატაციის კალენდარული ვადა) ორ თანმიმდევრულ რემონტს (ტექმომსახურებას) შორის, რომლის დასრულებამდე (მუშაობის ვადის განმავლობაში) სარემონტო (ტექნიკური მომსახურების) საწარმოო თავდებობას კისრულობს და უზრუნველყოფს ნაკეთობისადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი წესების დაცვის პირობით;
გ) დანიშნული რესურსი – სტ-ის შეჯამებული ნამუშევარი საათები, ფრენების რაოდენობა ან სხვა განზომილების ერთეულებით მითითებული, რომლის მიღწევის შემდეგ ნაკეთობის ექსპლუატაცია უნდა შეწყდეს, მისი მდგომარეობისდა მიუხედავად;
დ) მუშაობის საერთო ვადა – ნაკეთობის ექსპლუატაციის შეჯამებული კალენდარული ვადა გარკვეულ მდგომარეობამდე, რომლის დროსაც ნაკეთობის შემდგომი რემონტი ტექნიკურად შეუძლებელი ან ეკონომიკურად მიზანშეუწონელია.
2. სტ-ის რესურსს ადგენს მის შემუშავებაზე და/ან დამზადებაზე პასუხისმგებელი ან სათანადო უფლებამოსილების მქონე ავიასაწარმო.
3. სტ-ის მაკომპლექტებელი ნაკეთობა, რომლის რესურსიც დადგენილი არ არის, გამოიყენება იმ სხ-ის (ძრავის) რესურსის ფარგლებში, რომელზედაც ის არის დაყენებული.
4. რესურსის ხარჯში ითვლება:
ა) თვითმფრინავისათვის – ნამუშევარი (ნაფრენი საათები, ფრენების რაოდენობა);
ბ) შვეულმფრენისათვის – ნამუშევარი საათები ჰაერში და მზიდი ხრახნისა და ტრანსმისიის ხმელეთზე ნამუშევრის ერთი მეხუთედი;
გ) ძრავისათვის და მისი ნაკეთობებისათვის, თვითმფრინავისა და შვეულმფრენის საჰაერო ხრახნებისათვის – ნამუშევარი საათები ჰაერში და ხმელეთზე მუშაობის ერთი მეხუთედი;
დ) დროდადრო გამოყენებული ცალკეული ნაკეთობისათვის – ნამუშევარი საათები ჰაერში და ხმელეთზე.
5. შეზღუდულრესურსიანი სტ-ის ნამუშევრის აღრიცხვა არის მისი ტე-ის აუცილებელი ნაწილი და წარმოებს ავიასაწარმოს მიერ.
6. სააგენტო უფლებამოსილია გაუგრძელოს სტ-ს რესურსები (მითითებული ამ მუხლის პირველ პუნქტში), ამ სტ-ის შემმუშავებლის, დამამზადებლის ან სათანადო უფლებამოსილების (გაცემული სააგენტოს ან უცხო ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ) მქონე ავიასაწარმოს გადაწყვეტილების და/ან დასკვნის საფუძველზე
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 53. ნამუშევარი საათების აღრიცხვა, რესურსების გაგრძელება
თავი XV — საავიაციო ტექნიკის რესურსის გაგრძელება და ჩამოწერა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 47. წარმოების მომზადება
- მუხლი 48. ტექნოლოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფა
- მუხლი 49. მეტროლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 50. ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სხვა სახეობების თავისებურებები
- მუხლი 51. რემონტის დაგეგმვა
- მუხლი 52. საავიაციო ტექნიკის რემონტი
- მუხლი 54. საავიაციო ტექნიკის ჩამოწერა
- მუხლი 55. ზოგადი დებულებები
- მუხლი 56. საავიაციო ტექნიკის საიმედობის გაანალიზება და მისი უზრუნველყოფის ღონისძიებები
- მუხლი 57. საავიაციო ტექნიკის დაყვანითი სამუშაოები
- მუხლი 59. საწარმოო დაგეგმვა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 53, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-53/