1. სტ-ის საიმედობის საექსპლუატაციო უზრუნველყოფის (რომლის საფუძველია ტმ) ამოცანებში შედის:
ა) გამოყენებული სტ-ის საიმედობის სტატისტიკური, საინჟინრო და ტექნიკურ-ეკონომიკური გაანალიზება;
ბ) დაპროექტების საფეხურზე მყოფი სტ-ის საიმედობის ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება და საექსპლუატაციოდ მოსული ნაკეთობების საიმედობის ტექნიკური პირობებისადმი შესაბამისობის შეფასება;
გ) მრეწველობისათვის სტ-ის გაუმჯობესების საჭიროების დასაბუთება და შესაბამისი მოთხოვნების წაყენება, მისი დაყვანითი სამუშაოების ეფექტურობის შეფასება;
დ) სტ-ის საიმედობაზე ექსპლუატაციის პირობების გავლენისა და თავისებურებების შესწავლა, კონკრეტული ნაკეთობების პარამეტრებზე მისი უარყოფითი გავლენის შესამცირებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;
ე) სტ-ის მწარმოებლისა და მომწოდებლებისათვის რეკლამაციების წარდგენა, დადგენილი მოთხოვნებისადმი (პარამეტრებისადმი) მისი შეუსაბამობისას;
ვ) სტ-ის რესურსების ცვლილებების, ტე-ისა და ტექნიკური მოსახურების სრულყოფის დასაბუთების მომზადება.
2. სტ-ის საიმედობაზე ინფორმაციის შეკრების და აღრიცხვის, აგრეთვე სტატისტიკური, სიანჟინრო და ტექნიკურ-ეკონომიკური გაანალიზების სამუშაოების მოგვარების წესს ადგენს ავიასაწარმო.
3. სტ-ის ტე-ის უზრუნველმყოფი ავიასაწარმოსა და ქვედანაყოფის ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან (თანამდებობრივი მოვალეობის ფარგლებში), მოაგვარონ სტ-ის საიმედობის უზრუნველყოფის სამუშაოები, შეიმუშაონ და განახორციელონ საწარმოო-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და მისი მუშაობის სრულყოფის, სტ-ის ტექნიკური მდგომარეობისა და შესრულეული სამუშაოების ხარისხის ნაკლოვანებების აღმოფხვრის ეფექტური ღონისძიებები