1. წარმოების მომზადება არის წინასწარ შესრულებული მოსამზადებელ-დამხმარე სამუშაოების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს:
ა) ტმ-ისათვის საჭირო ნაკეთობების, ნაწილების, მასალების, აღჭურვილობისა და ხელსაწყო-იარაღების წინასწარ მომზადება-დაკომპლექტებას;
ბ) დაკომპლექტებული ავიატექნიკური ქონების სამუშაოს შემსრულებლის სამუშაო ადგილებამდე დროულად მიტანასა და იქიდან წაღებას;
გ) საიარაღო და მაკომპლექტებელი მეურნეობის გაძღოლას, საიარაღო და სახარჯი მასალების საკუჭნაოს (საწყობის) მუშაობის მოგვარებას;
დ) ავიატექნიკური ქონების ხარჯის აღრიცხვასა და მისი საჭიროების განსაზღვრას;
ე) ავიატექნიკური ქონების შემსრულებლისათვის გაცემას;
ვ) ავიატექნიკური ქონებისა და სხვა მასალების შეძენის მოგვარებას.
2. საინჟინრო-საავიაციო სამსახურში წარმოების მომზადების დაგეგმვისა და მოგვარების ამოსავალი მონაცემებია:
ა) სხ-ების დაგეგმილი ნაფრენი საათები;
ბ) ტმ-ის რაოდენობა, სახეობის, ფორმებისა და სხ-ის ტიპების მიხედვით, დაგეგმილ პერიოდში მისი ჩატარების ვადები;
გ) მომსახურების ყოველ ფორმაზე მასალების, ნაკეთობებისა და ნაწილების, ავიატენიკური ქონების შეუმცირებელი მარაგის, ხელსაწყო-იარაღების კომპლექტების, სმს-ის, ტრანსპორტის ხარჯის ნორმები;
დ) მოსამზადებელ-დამხმარე სამუშაოებზე შრომის დანახარჯის ნორმატივები.
3. სტ-ის მოსამსახურებლად საჭირო ხელსაწყო-იარაღი, სამარჯვი და ქონება კომპლექტდება დაკომპლექტების უწყისების მიხედვით, რომელსაც შეიმუშავებს ავიასაწარმო, საექსპლუატაციო საბუთების საფუძველზე. სამუშაოებზე გამოყენებული ხელსაწყო-იარაღი და სამარჯვი მოინიშნება შიფრით (უკეთდება მარკირება), აღრიცხვისა და მიღება-გაცემის რეგისტრირების გასაადვილებლად და კუთვნილების განსასაზღვრავად.
4. ხელსაწყო-იარაღი და სამარჯვი, სამუშაოს სახეობისდა მიხედვით, იყოფა პირადი და საერთო გამოყენების კომპლექტებად, რაზედაც დგება აღწერები. ეს კომპლექტები ეძლევა ბრიგადას ან ცალკეულ შემსრულებელს, სხ-ის მომსახურების განმავლობაში. კომპლექტები ინახება კონტეინერში, სადაც, აგრეთვე შენახული უნდა იყოს იმ კონტეინერში არსებული საგნების ჩამონათვალი (აღწერა) და გადაცემის საბუთები.
5. სამუშაო დღის (ცვლის, სხ-ზე სამუშაოების) დასრულებისას, შემსრულებელი ამოწმებს ხელსაწყო იარაღის კომპლექტს და აბარებს მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს. ხელსაწყო-იარაღის დაკარგვისას, შემსრულებელი ვალდებლია მოახსენოს ეს თავის ხელმძღვანელს და მიიღოს იარაღის მოსაძებნი ზომები. პირველ რიგში, ათვალიერებენ მომსახურებულ სხ-ს, რათა გამორიცხონ ხელსაწყო- იარაღით ბორტზე მისი გაფრენა.
6. ავიატექნიკური ქონება, ნაკეთობები, ხელსაწყო-იარაღი და სამარჯვი შენახულ უნდა იქნეს სტანდარტულ ტარაში საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილ პირობებში და ინახებოდეს ისეთ ადგილზე, რომ გამოირიცხოს მისი უკონტროლოდ გამოყენების საშუალება. მაკომპლექტებელ ნაკეთობებს უნდა ჰქონდეს პასპორტი (ეტიკეტი) და საჭდე, დასახელების, ნომრებისა და კატეგორიის მითითებით. ვარგისი ნაკეთობების, ნაწილებისა და მასალების შენახვა გაუმართავ (სარემონტო, ჩამოწერილ) და არაკონდენციურთან ერთად აკრძალულია.
7. შენახული ნაკეთობის მომსახურებას და შესაბამისი საბუთების გაფორმებას აწარმოებენ საამისოდ მომზადებული სპეციალისტები, საექსპლუატაციო საბუთების შესაბამისად.
8. სხ-ზე დასაყენებლად გაიცემა და სამუშაო ადგილზე მიიტანება სამუშაოდ ვარგისი ნაკეთობა, რომელზედაც შესრულებულია მრ-ით გათვალისწინებული სამუშაოები, გაფორმებულია საბუთები (ფორმულარი, პასპორტი), დახშული, დალუქული და შეფუთულია გადატანისას მისი შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.
9. სხ-დან მოხსნილი ნაკეთობები, რომლებიც საჭიროებენ ტექნიკური პარამეტრების ნორმების შემოწმებას, ტმ-ისა და სარემონტო-აღსადგენი სამუშაოების შესრულებას, იგზავნება შესაბამის ქვედანაყოფში. საჭირო სამუშაოების შესრულების მერე, ნაკეთობა ბრუნდება სხ-ზე დასაყენებლად ან შესანახად სათანადო პირობებში.
10. სხ-დან მოხსნილ ნაკეთობაზე უნდა გაფორმდეს საბუთები, სადაც იქნება სამუშაოების ხელმძღვანელის დასკვნა მოხსნის მიზეზზე. სარემონტოდ გასაგზავნ ნაკეთობას რეცხავენ, აკონსერვებენ და ფუთავენ ფორმულართან (პასპორტთან) ერთად, სადაც მიეთითება ნამუშევარი საათების რაოდენობა და მოხსნის მიზეზი.
11. აღრიცხვა, შეკრება, შენახვა და გადაცემა სტ-ის იმ ნაკეთობისა, რომლის აგებულებაშიც არის ძვირფასი ლითონები და ქვები, ხორციელდება იმ ნორმატიული საბუთის მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო ფონდში ძვირფასი ლითონებისა და ქვების აღრიცხვას, შეკრებას, შენახვასა და ჩაბარებას.
12. ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით მითითებულ ნაკეთობაზე ამაგრებენ წითელი ფერის ალმებს. ალმის მოხსნა დასაშვებია მხოლოდ ამ ნაკეთობის აღდგენის შემდეგ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 47. წარმოების მომზადება
თავი XIII — საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 41. საკონტროლო ფრენა და მიმოსვლა
- მუხლი 42. დაუმთავრებელი სამუშაოთი საჰაერო ხომალდის გადაცემის მოგვარება და შემოწმება
- მუხლი 43. ძირითადი დებულებები
- მუხლი 44. მომსახურება პარამეტრების შემოწმებით
- მუხლი 45. ტექნიკური მომსახურება საიმედოობის დონის შემოწმებით
- მუხლი 46. უზრუნველყოფის მოგვარება
- მუხლი 48. ტექნოლოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფა
- მუხლი 49. მეტროლოგიური უზრუნველყოფა
- მუხლი 50. ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის სხვა სახეობების თავისებურებები
- მუხლი 51. რემონტის დაგეგმვა
- მუხლი 52. საავიაციო ტექნიკის რემონტი
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 47, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-47/