1. ტმ-ის ტექნოლოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფის მიზნით, ავიასაწარმოში იქმნება სპეციალიზებული ქვედანაყოფები ან მის განხორციელებას ცალკეულ მუშაკებს ანდობენ.
2. ტექნილოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფა შეიცავს:
ა) საავიაციო ტექნიკის ტმ-ის ორგანიზების გაუმჯობესებას;
ბ) ტექნოლოგიური პროცესებისა და ტექნიკური კონტროლის ახალი მეთოდების შემუშავებასა და დანერგვას, არსებულის სრულყოფას;
გ) საექსპლუატაციო საბუთებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების შესასრულებლად ტექნოლოგიური მითითებების (ჩამონათვალის) მომზადებას და მისი სამუშაო ადგილებზე შემოწმებას;
დ) სამუშაო ადგილების მომზადებისა და ალაგების ტექნოლოგიური ჩამონათვალის შემუშავებას;
ე) ავიატექნიკური ქონების დაკომპლექტების უწყისების შედგენასა და დამუშავებას, მომსახურების ფორმების მიხედვით;
ვ) ტმ-ის რეგლამენტების (პროგრამების), კონტრაქტის მთლიანობის შენარჩუნების პროგრამების, ტექნოლოგიური მითითებებისა და სხვა საბუთების სრულყოფის წინადადებების შემუშავებას, დამამზადებელი და/ან სარემონტო საწარმოებისათვის სარეკლამაციო მასალების წარსადგენად მომზადებას;
ზ) ახალი საბორტო და ტექნოლოგიური აღჭურვილობის, სტ-ის სახმელეთო მომსახურების საშუალებების, ხელსაწყო-იარაღის, სამარჯვის, სამუშაო ადგილებზე აღჭურვილობის განთავსების სქემების გაუმჯობესებას, შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობას;
თ) სპეციალიზებული სამუშაო ადგილების პასპორტების შედგენას, სამუშაოს სახეობებისა და მისი შესრულების წესების, აგრეთვე, აღჭურვილობის, ხელსაწყო-იარაღისა და ტექნოლოგიური ჩამონათვალის დაკომპლექტების წესების, სამუშაო ადგილებისადმი მოთხოვნებისა და მისი შემოწმების პერიოდულობის მითითებით;
ი) სტ-ის მომსახურების საოპერაციო და ეტაპობრივი უწყისების, ტექნოლოგიური გრაფიკების შედგენას;
კ) სეს-ის საბორტო ეგზემპლარებში ცვლილებების შეტანას;
ლ) ტექნოლოგიური საბუთების საკონტროლო ცალების წარმოებას და სამუშაო ცალების წარმოების მეთვალყურეობას;
მ) ნაკეთობების შეუმცირებელი მარაგის ჩამონათვალის შემუშავებას.
3. ტექნოლოგიურ-საკონსტრუქტორო უზრუნველყოფის ეფექტიანო-ბისათვის, სხ-ის ტიპებისა და აღჭურვილობის სახეობებს ცალკეულ სპეციალისტებზე აპიროვნებენ, რომელთა თანამდებობრივ მოვალეობებში შედის:
ა) სხ-ისა და მისი აღჭურვილობის დაკომპლექტებაზე მეთვალყურეობა;
ბ) სხ-ის დანომრილი და სახომალდე საბუთების დაკომპლექტებისა და გაფორმების შემოწმება;
გ) სხ-ზე და ნაკეთობებზე ბიულეტენების მოსვლის აღრიცხვა და შენახვა;
დ) სხ-ის რემონტზე ჩაბარებაში (რემონტიდან მიღებაში) და დამამზადებელი ქარხნიდან მის მიღებაში მონაწილეობა;
ე) სხ-ის გადაწყობის (შეთანაწყობის და სხვა) მოგვარება და მეთვალყურეობა