1. საჰაერო ხომალდის ტმ-ის სხვადასხვა შემსრულებლების მიერ შესრულებისას, წარმოებს დაუმთავრებელი სამუშაოებით სხ-ის ერთი შემსრულებლიდან მეორესათვის გადაცემა.
2. სხ-ის გადამცემი და მიმღები თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან, შეამოწმონ შესაბამის საბუთებში შემსრულებლებისა და ზედამხედველის ხელმოწერები ყოველი შესრულებული სამუშაოსთვის. სხ-ის გადაცემა დაწყებული, მაგრამ დაუმთავრებელი ცალკეული სამუშაოთი, აგრეთვე კონკრეტული სამუშაოს დასრულების დამადასტურებელი ხელმოწერის გარეშე, აკრძალულია.
შენიშვნა: “ცალკეული სამუშაო” ნიშნავს ტექნოლოგიურად განცალკევებული (დასრულებული) ოპერაციების ერთობლიობას, რომლის შესრულება დასტურდება ტმ-ის გასაფორმებლად გათვალისწინებულ საბუთში შემსრულებლისა და ზედამხედველის ხელმოწერით (ან მხოლოდ – შემსრულებლის, თუ ხარისხზე ზედამხედველობა გათვალისწინებული არ არის).
3. სამუშაოს მოგვარების აუცილებელი პირობაა ისეთი ტექნიკური საბუთების გამოყენება, რომელიც ყოველ შემსრულებელს საშუალებას მისცემს გააფორმოს პირადად მის მიერ, სხ-ის გადაცემის დროსათვის, შესრულებული სამუშაო (საოპერაციო განწესი, საოპერაციო უწყისი და სხვ.) საჭიროებისას, ამ საბუთებს შეიმუშავებს ავიასაწარმო. მის შემუშავებისას ნებადართულია სამუშაოების ბლოკებად გაერთიანება და ცალკეული სამუშაოების ტექნოლოგიურად განცალკევებული ოპერაციების კომპლექსებად დანაწილება.
4. დაუმთავრებელი ტმ-ით სხ-ის ერთი შემსრულებლიდან მეორესათვის გადაცემას წარმართავენ და ამოწმებენ სამუშაოების ხელმძღვანელები და ხარისხზე ზედამხედველი სპეციალისტები; ისინი გადაცემა-მიღებას ადასტურებენ გადაცემის ჟურნალში ხელმოწერებით. ჟურნალში აღინიშნება გადამცემის მიერ სხ-ზე მუშაობისას გამოვლენილი ის თავისებურებები, რაც საჭიროა მიმღების მიერ სამუშაოების სწორად წარსამართავად, აგრეთვე მიმღების შენიშვნები სხ-ის მდგომარეობაზე, მისი გარეგანი დათვალიერებისას და სხვ.
5. დაუმთავრებელი ტმ-ით სხ-ის მიღება-გადაცემზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, (სამუშაოების ხელმძღვანელის რანგში) განსაზღვრავს ავიასაწარმო.
6. დაუმთავრებელი ტმ-ით სხ-ის გადამცემი ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს ტმ-ის შესრულებული მოცულობის შესაბამისობა; ტექნიკურ საბუთებში შემსრულებლებსა და ზედამხედველების მიერ სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი ხელმოწერები;
ბ) მიმღებ ხელმძღვანელს გადასცეს სხ-ის ტექნიკური საბუთები;
გ) უზრუნველყოს საკუთარი ხელქვეითების მიერ ტმ-ის ობიექტების სათანადოდ გადაცემა.
7. დაუმთავრებელი ტმ-ით სხ-ის მიმღები ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) სხ გარედან დაათვალიეროს;
ბ) შეამოწმოს გადამცემის მიერ შესრულებული სამუშაოების საბუთების გაფორმება;
გ) შეამოწმოს გადაცემის ჟურნალში ჩანაწერები, მიიღოს გადამცემი ხელმძღვანელის ზეპირი ინფორმაცია, წაუყენოს მას პრეტენზიები არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ერთობლივ განხილვას მოითხოვს და გადაცემის ჟურნალში იწერება;
დ) უზრუნველყოს საკუთარი ხელქვეითების მიერ სხ-ის სათანადოდო მიღება სხ-ზე.
8. იმ შემთხვევაში, როცა დაუმთავრებელი ტმ-ით სხ-ის უშუალოდ გადაცემა არ ხერხდება, გადამცემი ხელმძღვანელი სხ-ის გადაცემას უზრუნველყოფს შესრულებულ სამუშაოებზე ტექნიკური საბუთებისა და გადაცემის ჟურნალის გაფორმებით. გადასაცემი სხ-ის საბუთების შენახვის ადგილს განსაზღვრავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
თავი XII
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება მდგომარეობის მიხედვი
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 42. დაუმთავრებელი სამუშაოთი საჰაერო ხომალდის გადაცემის მოგვარება და შემოწმება
თავი XI — საავიაციო ტექნიკის მდგომარეობისა და ტექნიკური მომსახურების ხარისხის კონტროლი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 56. სასჯელის დანიშვნა დაუმთავრებელი დანაშაულისათვის
- მუხლი 46. ამ კანონის ამოქმედებამდე დაწყებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი საარბიტრაჟო დავების განხილვის წესი
- მუხლი 175. დაუმთავრებელ მშენებლობაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
- მუხლი 20. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება დაუმთავრებელი დანაშაულისთვის
- მუხლი 55. დავის მოგვარების სხვა საშუალებათა უარყოფა
- მუხლი 24. დავების მოგვარება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 36. იჯარით (ლიზინგით) აღებული საავიაციო ტექნიკის მომსახურება
- მუხლი 37. ძირითადი დებულებები
- მუხლი 38. მეთვალყურეობის მოგვარება
- მუხლი 39. მეთვალყურეობა საჰაერო ხომალდის გამოყენებისას და მომსახურებისას
- მუხლი 40. დათვალიერების (შემოწმების) განსაკუთრებული სახეობები
- მუხლი 41. საკონტროლო ფრენა და მიმოსვლა
- მუხლი 43. ძირითადი დებულებები
- მუხლი 44. მომსახურება პარამეტრების შემოწმებით
- მუხლი 45. ტექნიკური მომსახურება საიმედოობის დონის შემოწმებით
- მუხლი 46. უზრუნველყოფის მოგვარება
- მუხლი 47. წარმოების მომზადება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 42, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-42/