1. სტ-ის მდგომარეობის და ტმ-ის ხარისხის კონტროლისათვის ავიასაწარმო აყალიბებს: ან ხარისხის კონტროლის დამოუკიდებელ სისტემას აღნიშნული პროცედურების მუდმივი კონტროლისათვის, ან საინსპექციო შემოწმებების სისტემას, რომლებითაც გარანტირებული იქნება ტმ-ის ყველა სამუშაოს სათანადო შესრულება.
2. სხ-ის ტექნიკურ მდგომარეობასა და მისი ტმ-ის ხარისხს განსაზღვრავენ:
ა) ვიზუალურად და ორგანოლეპტური ნიშნებით (ხმაური, სუნი და ა.შ.);
ბ) მოქმედების შემოწმებით (ფუნქციონალური კონტროლი);
გ) ინსტრუმენტული შემოწმების საშუალებებით (ავტომატური, ხელის, კომბინირებული);
დ) სარეგლამენტო სამუშაოების შესრულების სისრულის შემოწმებით (ეს ეხება ტმ-ის ხარისხის შემოწმებას და არის მისი შეფასების პრინციპული ნაწილი).
3. ვიზუალურად მოწმდება სტ-ის ობიექტები, რომელთა გამართულობა, სამუშაოდ ვარგისობა და სწორად მუშაობა შეიძლება, დადგინდეს ინსტრუმენტული შემოწმების საშუალებების გამოუყენებლად.
4. ორგანოლეპტური ნიშნების მიხედვით დგინდება სტ-ის ობიექტების მტყუნების ან გაუმართაობის გარეგანი გამოვლინება.
5. მოქმედების შემოწმებით დგინდება სტ-ის ობიექტების სამუშაოდ ვარგისობა და გამართულად მუშაობა.
6. ინსტრუმენტული შემოწმება ხორციელდება გადასატანი, მოძრავი, სტაციონარული ან შესამოწმებელ სტ-ში ჩამონტაჟებული სისტემების გამოყენებით.
7. ინსტრუმენტული შემოწმების ჩამტარებელ სპეციალისტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება და სამუშაოების შესრულების უფლებამოსილება.
8. სტ-ის მდგომარეობის შემოწმება ნებადართულია გამართული ინსტრუმენტული საშუალებებით, რომლებსაც გავლილი აქვს მეტროლოგიური შემოწმება და ატესტაცია, რაც დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი წესით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 37. ძირითადი დებულებები
თავი XI — საავიაციო ტექნიკის მდგომარეობისა და ტექნიკური მომსახურების ხარისხის კონტროლი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
- მუხლი 31. შენახვისას მომსახურება
- მუხლი 32. საავიაციო ტექნიკის მომსახურება დროებით აეროდრომებზე
- მუხლი 33. ჰიდროთვითმფრინავისა და შვეულმფრენის მომსახურება
- მუხლი 34. სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურება
- მუხლი 36. იჯარით (ლიზინგით) აღებული საავიაციო ტექნიკის მომსახურება
- მუხლი 38. მეთვალყურეობის მოგვარება
- მუხლი 39. მეთვალყურეობა საჰაერო ხომალდის გამოყენებისას და მომსახურებისას
- მუხლი 40. დათვალიერების (შემოწმების) განსაკუთრებული სახეობები
- მუხლი 41. საკონტროლო ფრენა და მიმოსვლა
- მუხლი 42. დაუმთავრებელი სამუშაოთი საჰაერო ხომალდის გადაცემის მოგვარება და შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 37, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-37/