1. კონკრეტული სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციის თავისებურებები (საავიაციო სამუშაოებზე გამოყენებული აპარატურა და აღჭურვილობის ჩათვლით) დროებით აეროდრომებზე, მისი მომსახურების სახეობები და ფორმები, ტმ-ის წარმოების რეჟიმები და ტექნოლოგია, წუნდების ნორმები, სტ-ის მდგომარეობისა და სამუშაოდ ვარგისობის პარამეტრები, გამოყენებული საშუალებების, მასალებისა და ნაწარმის ჩამონათვალი და ხარისხი, უსაფრთხოების წესები და ზომები განისაზღვრება სხ-ისა და ნაკეთობების შესაბამისი ტსს-ით.
2. სხ-ის მომსახურება ხორციელდება ბრიგადულ ან გაპიროვნების მეთოდებით. მეთოდის სახეობას ირჩევს ექსპლუატანტი, საავიაციო სამუშაოების შესრულების, საბაზო და დროებითი აეროდრომებიდან სხ-ების ბაზირების და ფრენების პირობებიდან გამომდინარე.
ა) ტმ-ის გაპიროვნების მეთოდისას, სხ-ის მომსახურებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ავიასპეციალისტს, დროებით აეროდრომზე ბაზირებისას სხ-ის სპეციალისტზე გაპიროვნების, მუშაკების შეცვლის, ტექნიკური სპეციალისტებისა და ეკიპაჟის ურთიერთქმედების წესს ადგენს ავიასაწარმო;
ბ) ტმ-ის ბრიგადული მეთოდი გამოიყენება როგორც საბაზო, ასევე – დროებითი აეროდრომის პირობებში, ავიასაწარმოს მიერ დადგენილი წესით.
3. დროებით აეროდრომზე გამოყენებული სხ-ის პერიოდული ტმ ტარდება, კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო, საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისი პირობების მქონე ადგილზე.
4. დროებით აეროდრომზე სამუშაოდ მიავლენენ პროფესიული მომზადების აუცილებელი დონის მქონე სპეციალისტებს.
5. დროებით აეროდრომზე შექნილი უნდა იყოს სტ-ის უსაფრთხო ბაზირების, ექსპლუატაციის, ტმ-ის სამუშაოების ხარისხიანი წარმოებისა და სხ-ის საფრენად მომზადების სათანადო პირობები.
6. დროებით აეროდრომზე დაცვის მოგვარება, სხ-ების დაცვა და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხორციელდება საექსპლუატაციო და სხვა ნორმატიული საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
7. ავიასაწარმო აგვარებს და ახორციელებს დროებით აეროდრომზე ბაზირებული სხ-ის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობას, ადგენს ტმ-ის წარმოების, სხ-ის მდგომარეობის, გამოყენებისა და დაცვის, პირადი შემადგენლობის საქმიანობის შემოწმების პერიოდულობას, გრაფიკს, არსსა და წესს.
8. სხ-ის დროებით აეროდრომზე გამოყენების შესაბამისად, ავიასაწარმო უფლებამოსილია: დანიშნოს მრ-ით (პროგრამით) გათვალისწინებულზე მეტი მოცულობის ტმ-ის სამუშაოები, შეამციროს მრ-ით (პროგრამით) გათვალისწინებული ტმ-ის პერიოდულობა.
9. დროებით აეროდრომზე სხ-ის სსმ-ით გაწყობას ასრულებს ასს-ის სათანადო მომზადების და ამ სამუშაოებზე დაშვების მქონე სპეციალისტი, სხ-ის საწვავით გამართვის მარეგულირებელი წესების შესაბამისად