1. სპეციალურ ტმ-ს ატარებენ ექსტრემალურ პირობებში, აგრეთვე ხმელეთზე თოვლიანი ან მტვრიანი ქარიშხლის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილ სხ-ზე, მრ-ით (პროგრამით) ჩამოთვლილ შემთხვევებში.
2. ექსტრემალურ პირობებში მოხვედრილი სხ-ის საფრენად გაშვება, სპეციალური მომსახურების გარეშე, აკრძალულია.
3. სხ-ის ფრენებიდან მოხსნისა და სპეციალური ტმ-ის შესრულების საფუძველია:
ა) სხ-ის ექსტრემალურ პირობებში მოხვედრაზე ეკიპაჟის მიერ სხ-ის ბორტჟურნალში ჩანაწერი;
ბ) სხ-ის ექსტრემალურ პირობებში მოხვედრაზე ობიექტური კონტროლის საშუალებების ჩანაწერები;
გ) ექსტრემალური პირობებისაგან სხ-ის დაზიანება;
დ) თოვლიანი, მტვრიანი და სხვ. ქარიშხლის სხ-ზე ზემოქმედება.
4. ექსტრემალურ პირობებში მოხვედრილი სხ-ის ტექნიკური მდგომარეობის დასადგენად, ავიასაწარმო აყალიბებს კომისიას, რომელიც კრებს და აანალიზებს ინფორმაციას მომხდარზე, ათვალიერებს სხ-ს და მიღებული შედეგების მიხედვით ადგენს ტმ-ისა და სარემონტო-აღსადგენი სამუშაოების მოცულობას.
5. სხ-ის დათვალიერებისას აღმოჩენილი გაუმართაობები აღირიცხება წუნდების უწყისით. გაუმართაობების აღმოფხვრის სამუშაოს დასრულების შემდეგ, სხ-ის გამართულობა დასტურდება შემსრულებლებისა და ტმ-ის ხელმძღვანელის ხელმოწერებით განწესში.
6. თუ სხ-ის გამართულობის აღდგენა ექსპლუატანტის ძალებით შეუძლებელია, სარემონტო-აღსადგენ სამუშაოებს ასრულებს შესაბამისი შესაძლებლობის მქონე საწარმო, ხელშეკრულების საფუძველზე.
7. სხ-ის საგანგებო შემოწმება საავიაციო უშიშროებაზე სრულდება სპეციალური წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. სხ-ის უშიშროებაზე საგანგებო შემოწმება ფორმდება ბორტჟურნალში და ტმ-ის განწესში ჩანაწერებით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 29. სპეციალური ტექნიკური მომსახურება
თავი IX — ტექნიკური მომსახურების განსაკუთრებული სახეობები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
- მუხლი 31. შენახვისას მომსახურება
- მუხლი 32. საავიაციო ტექნიკის მომსახურება დროებით აეროდრომებზე
- მუხლი 33. ჰიდროთვითმფრინავისა და შვეულმფრენის მომსახურება
- მუხლი 34. სხვა ავიასაწარმოს საჰაერო ხომალდის მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 29, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-29/