1. სხ-ის ძრავა იცვლება რესურსის გამომუშავებისას, სტენდზე მოსამსახურებლად, აგრეთვე იმ გაუმართაობის აღმოსაფხვრელად, რომელიც ძრავის მოუხსნელად შეუძლებელია, აგრეთვე საწარმოო საჭიროებისას.
2. ძრავის შეცვლის სამუშაოების გარდა, პარალელურად სხ-ზე სრულდება, სტ-ის ნამუშევარი საათებით ან სხვა განზომილებებით განსაზღვრული, მორიგი ტმ, დაყვანითი სამუშაოები ბიულეტენების მიხედვით და პლანერის აგებულებისა და საკომუნიკაციო სისტემების იმ უბნების დათვალიერება, რომლებთანაც მიდგომა მოხსნილი ძრავის პირობებში თუ არის შესაძლებელი.
3. ძრავის სხ-ზე დამონტაჟებისათვის მოსამზადებელი სამუშაოები შეიძლება დაევალოს სპეციალისტების ჯგუფს. მისთვის იქმნება სპეციალური სამუშაო ადგილები, რომლებიც უნდა აღიჭურვოს ტაკელაჟური და სარეცხი მოწყობილობებით, ძრავების გარეგანი განკონსერვებისა და მონტაჟისათვის საჭირო სტენდებით, საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული სხვა სამარჯვებით.
4. ძრავის დემონტაჟის (მონტაჟის) მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამუშაოების ხელმძღვანელს. ის ვალდებულია ჩაატაროს ინსტრუქტაჟი უსაფრთხოების ტექნიკაზე, სამუშაოს ტექნოლოგიის პრინციპულ თავისებურებებზე, დანიშნოს კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლები.
5. ძრავის დამონტაჟებას ატარებენ ტექნოლოგიური მოთხოვნების მითითებების შესაბამისად.
6. სხ-ზე ძრავის დამონტაჟების შემდეგ სრულდება მისი შეცლით განპირობებული მომსახურების სამუშაოები, მრ-ის (პროგრამის) შესაბამისად.
7. ძრავის შეცვლის საწარმოო დავალება შესრულებულად ითვლება, როცა დასრულებულია მისი სხ-ზე მონტაჟისა და რეგულირების სამუშაოები, ძრავა მოსინჯულია და მისი მოსინჯვის შემდგომი ტმ ჩატარებულია, გაფორმებულია საწარმოო-ტექნიკური საბუთები, შეტანილია შესაბამისი ჩანაწერები სხ-ისა და ძრავის ფორმულარებში, აგრეთვე ნაკეთობების პასპორტებში
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
თავი VIII — საჰაერო ხომალდის პერიოდული ტექნიკური მომსახურება. საავიაციო ტექნიკის მიმდინარე რემონტი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
- მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 29. სპეციალური ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 30. ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ პირობებში საჰაერო ხომალდის მომსახურება. ქმედებები სტიქიური უბედურების დროს
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 25, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-25/