1. სხ-ის პტმ ტარდება საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი ნამუშევარი (ნაფრენი საათების, ფრენების, ცილკების რაოდენობა) ან დროის ინტერვალის (მუშაობის კალენდარული ვადა) შემდეგ, მომსახურების რეჟიმის შესაბამისად (პერიოდული მომსახურების რეჟიმი, ამ შემთხვევაში, არის სამუშაოების ჩამონათვალი და მათი პერიოდულობა).
2. პტმ-ის სამუშაოების ყოველი ფორმის პერიოდულობა და მოცულობა დადგენილია ტმ-ის რეგლამენტით (პროგრამით). ოპერაციების ტექნოლოგია, საკონტროლოდ გამოყენებული საშუალებები, ხელსაწყო-იარაღი, სამარჯვები და მასალები კი – ტექნოლოგიური მითითებებით.
3. ნამუშევარი საათები და კალენდარული ვადა აითვლება სხ-ის ექსპლუატაციის დაწყებიდან, ბოლო რემონტიდან, ბოლო პტმ-დან.
4. პტმ-ის დანიშვნის წესი (სამუშაო საათების, კალენდარული ვადების, ფრენების, ციკლების და ა.შ. მიხედვით) განისაზღვრება სხ-ის კონკრეტული ტიპის საექსპლუატაციო საბუთებით.
5. ფრენების უსაფრთხოებისა და სტ-ის ხანგამძლეობის ასამაღლებლად, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, დასაშვებია ტმ-ს ფორმების მოცულობის გაზრდა ან ამ სამუშაოების ვადაზე ადრე შესრულება, ავიასაწარმოს მიერ დადგენილი წესით.
6. ავიასაწარმოში და მის ქვედანაყოფში პტმ-ის წარმართვაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ხელმძღვანელი, მისი უფლებამოსილების ფარგლებში.
7. სხ-ის მომსახურების ვადებს ადგენენ მისი გამოყენების მიხედვით და აზუსტებენ ფაქტობრივი ნამუშევარი საათების შესაბამისად.
8. ავიასაწარმოს საწარმოო გეგმას ადგენს სათანადო სამსახური, ტმ-ის ფორმების სამუშაოების ჩამონათვალისა და სხვა აუცილებელი დამატებითი სამუშაოების (სტ-ის ტექნიკური მდგომარეობის თავისებურება, სარესურსო შეზღუდვები, დაყვანითი სამუშაოების მოთხოვნები, სპეციალური დათვალიერებები, შემოწმებები და სხვა) გათვალისწინებით.
9. პტმ-ის შესრულება ეკისრება ამ სამუშაოზე სპეციალიზებულ ქვედანაყოფებს (ბრიგადა, ცვლა, უბანი, საამქრო).
10. საწარმოო დავალება, საოპერაციო უწყისი, განწესი დანართებით ეძლევა ტმ-ს შესრულების ხელმძღვანელს, სადაც მითითებულია რესურსგამომუშავებული ნაკეთობების გამოცვლისა და სხვა დამატებითი სამუშაოები.
11. პტმ-ის განწესების ნიმუშებს ადგენს ავიასაწარმო და უთანხმებს სააგენტოს საოპერაციო უწყისებისა და სხვა სამუშაოების განწესს შეიმუშავებს ავიასაწარო, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და საექსპლუატაციო საბუთების შესაბამისად. საოპერაციო უწყისი არის საბუთი, რომელიც შემსრულებელთა და ზედამხედველთა ხელმოწერებით ადასტურებს შესრულებული სამუშაოს მოცულობასა და ხარისხს.
12. სხ-ის მომსახურება ტარდება საწარმოო სათავსოში (ანგარში) ან ღია სადგომზე, რომელიც მოწყობილი უნდა იყოს ტექნოლოგიური აღჭურვილობით და უზრუნველყოფილი სპეციალური გამოყენების სმს-ით. საწარმო სათავსში (ანგარში) სასურველია იყოს უზრუნველყოფილი შრომის დაცვის მოთხოვნების შესაბამისი პირობები (ტემპერატურა, ტენიანობა, მტვრის დონე და ა.შ.).
13. სამუშაოს დაწყების წინ ხელმძღვანელი ქვედანაყოფს აძლევს დავალებას, უტარებს ინსტრუქტაჟს სხ-ზე სამუშაოების თავისებურებაზე, უსაფრთხოების ტექნიკაზე და შრომის დაცვის წესებზე, კონკრეტული სამუშაოს პირობებში.
14. ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პასუხს აგებს მისი ხელქვეითი სპეციალისტების სამუშაოს მოგვარებაზე. ის დავალებას აძლევს ცალკეულ შემსრულებელს ან მათ ჯგუფს, სადაც ნიშნავს უფროსს – მინდობილ სამუშაოზე პასუხისმგებელს.
15. სპეციალიზებული ქვედანაყოფების ურთიერთმოქმედების წესს განსაზღვრავს ავიასაწარმო.
16. სხ-ის წუნდებას ატარებენ სამუშაოების შემსრულებლები, მათ მიერ მომსახურებული არეების ფარგლებში, ან საგანგებოდ დანიშნული წუნმდებლები. ცნობები გამოვლენილი, აგრეთვე ტექნიკური ბორტჟურნალით აღნუსხულ გაუმართაობებზე შეიტანება წუნდების განაწესში, რომელიც პტმ-ის განწესს თან ერთვის.
17. სპეციალისტი, რომელიც ფრენის უსაფრთხოებისათვის მუქარის შემქმნელ გაუმართაობას აღმოაჩენს, აგრეთვე პირველად და განმეორებით გამოვლენაზე (განმეორებითს მიაკუთვნებენ სტ-ის ისეთ გაუმართაობას, რომელიც ვლინდება მისი აღმოფხვრის ცდიდან შემდგომი ხუთი ფრენიდან ერთ-ერთში), რთულზე, რომელიც სამონტაჟო-დემონტაჟისა და რეგულირების დიდი მოცულობის სამუშაოს მოითხოვს, მოახსენებს სამუშაოების ხელმძღვანელს, რომელიც გაუმართაობას აანალიზებს და იღებს მისი აღმოფხვრის გადაწყვეტილებას.
18. წუნდების დამთავრების მერე, სამუშაოების ხელმძღვანელი შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან ერთად, აანალიზებს გამოვლენილ გაუმართაობებს, აგვარებს სტ-ის გამართულობის აღდგენასა და მის შემოწმებას, საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების შესაბამისად.
19. გაუმართაობებს აღმოფხვრიან სათანადოდ მომზადებული ავიატექნიკოსები (ავიამექანიკოსები).
20. განმეორებითი გაუმართაობა, ასევე რთული ან გამართულობის აღსადგენი ტექნოლოგიის (საბუთების სახით) უქონელი, უნდა აღმოიფხვრას ინჟინრის ხელმძღვანელობით. ამ შემთხვევაში, აღსადგენი სამუშაოების ტექნოლოგიას შეიმუშავებენ და აფორმებენ ავიასაწარმოს მიერ დადგენილი წესით.
21. კონკრეტული პტმ დასრულებულად ითვლება, როცა სხ-ზე სრულად შესრულებულია მრ-ით (პროგრამით) გათვალისწინებული სამუშაოები, საწარმოო დავალებით მითითებული დამატებითი სამუშაოები, აღმოფხვრილია ყველა გამოვლენილი გაუმართაობა, სამუშაოების შესრულება და სხ-ის გამართულობის დასკვნა დადასტურებულია განწესში და მის დანართებში სამუშაოების უშუალო შემსრულებლის, ხელმძღვანელებისა და ხარისხზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით.
22. სხ-ის დათვალიერებისა და მომსახურების საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი სამუშაოების მოცულობის შემცირება ან მისი შესრულების ტექნოლოგიის შეცვლა აკრძალულია