1. საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება სრულდება საამისოდ მომზადებული და სათანადოდ დაშვებული მუშაკების მიერ.
2. საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურების გეგმური ვადები და ტექნოლოგია განისაზღვრება საექსპლუატაციო საბუთებით. დამატებითი მომსახურების საჭიროებას განსაზღვრავს ეკიპაჟი, აღჭურვილობის გაუმართაობა, დაგეგმილი ფრენის თავისებურებები, აგრეთვე – ტექნიკური მომსახურების ხელმძღვანელი.
3. სხ გარედან მთლიანად ან ნაწილობრივ ირიცხება სპეცმანქანებით ან ხელით. გასარეცხად გამოიყენება ისეთი სარეცხი საშუალებები, რომელიც არ იწვევს ლითონების ჟანგვას, შემონაკერისა და ნაკეთობების ლაქ-საღებავის საფარის, ორგანული მინის, რეზინის, ქსოვილებისა და პლასტმასის დაზიანებას.
4. რეცხვისას, აკრძალულია ლითონის ჯაგრისებისა და ისეთი საშუალებების გამოყენება, რაც ნაკაწრებსა და საფარის დაზიანებას გამოიწვევს. შემსრულებლები ვალდებულები არიან თვალყური ადევნონ, რათა სარეცხი საშუალება არ მოხვდეს ფრთის, ან ნაკვეთურების შიგნით, კაბინის იატაკზე, ჰაერშემკრებებში, ნაკეთობებში, თავიდან აიცილონ შემონაკერის შემოყინვა.
5. განსაკუთრებული ქიმიური საშუალებებითY(მისართიანი წყლით) სხ-ის მთლიანი რეცხვა ხორციელდება სითხის შესაკრებით მოწყობილ საგანგებო სადგომზე (მოედანზე).
6. სხ-ის გარეცხვის შემდეგ საჭიროა ანეროიდულ-აპკური ხელსაწყოების სამუშაოდ ვარგისობის შემოწმება.
7. თუ საექსპლუატაციო საბუთებში არ არის სხ-ის რეცხვის ტექნოლოგიის ავიასაწარმოსათვის მისაღები ვარიანტი, ავიასაწარმომ თავად უნდა შეიმუშაოს ის, ამ წესის და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 18. საჰაერო ხომალდის გარეცხვა და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება
თავი VI — საჰაერო ხომალდზე შესრულებული სამუშაოების ზოგადი სახეობები
თავი VIIსაჰაერო ხომალდის ოპერატიული ტექნიკური მომსახურებ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
- მუხლი 13. სპეცსითხეებით, აირებით დამუხტვა და წყლით გაწყობა
- მუხლი 14. ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ჰაერის კონდიცირება
- მუხლი 15. საჰაერო ხომალდის ზედაპირიდან თოვლისა და ყინულის მოცილება
- მუხლი 16. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა
- მუხლი 17. საჰაერო ხომალდის ბუქსირება
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
- მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 18, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-18/