1. სხ-ის ბუქსირების წესი (მისი თავისებურებების გათვალისწინებით), ბრიგადის წევრების რაოდენობა და სხ-თან მათი განთავსება, გამოყენებული საწევარა და საბუქსირე მოწყობილობები განისაზღვრება კონკრეტული სხ-ის საექსპლუატაციო საბუთებით, ბუქსირების ინსტრუქციით და აეროდრომზე სხ-ებისა და ტრანსპორტის მოძრაობის სქემით.
2. სხ-ის ბუქსირების მეთოდზე გადაწყვეტილებას იღებს სამუშაოების ხელმძღვანელი, ის ნიშნავს ბუქსირებაზე პასუხისმგებელ სპეციალისტს და მასზე დაქვემდებარებული ბრიგადის შემადგენლობას.
3. ბუქსირებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტი (ბუქსირების ხელმძღვანელი) და ბრიგადეს წევრები, ამ სამუშაოს შესასრულებლად, უნდა იყვნენ მომზადებულნი და დადგენილი წესით დაშვებულნი.
4. სხ-ს აბუქსირებენ ამ ტიპისათვის ვარგის ხელოვნურ ან ბუნებრივ ზედაპირზე.
5. სხ-ის ბუქსირება ადზ-ზე და/ან სბ-ზე (აგრეთვე – მათი გადაკვეთა), სრულდება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურის ნებართვით. მეთვალყურესთან კავშირის სახომალდე რადიოსადგური ბუქსირების მთელი ხნის განმავლობაში ჩართული უნდა იყოს.
6. ბუქსირებისათვის იყენებენ რადიოსადგურითა და გაბარიტული ნათურებით აღჭურვილ საწევარს, აგრეთვე საგანგებო საბუქსირე მოწყობილობას (სატარი, გვარლები).
7. ბუქსირების დაწყებამდე, მისი ხელმძღვანელი ბრიგადის წევრებს უტარებს ინსტრუქტაჟს. ის მიუთითებს სამუშაოს შესრულების თავისებურებებზე არსებული ამინდის (ლიპყინული, ძლიერი ქარი და სხვ.) პირობებში, სხ-ებისა და სადგომზე სმს-ის განლაგებაზე, სხ-ისა და საბუქსირე საშუალებების გადაადგილების გზების მდგომარეობაზე; ამოწმებს ბრიგადის წევრების მზადყოფნას, უსაფრთხოების ტექნიკას