1. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა სრულდება სხ-ის მეთაურის ან ტმ-ის სამუშაოების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით საექსპლუატაციო საბუთებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. სხ-ის ძრავების ამმუშავებელ სპეციალისტებს შორის უფლებების მოვალეობიბისა და პასუხისმგებლობის განაწილების წესს ადგენს ავიასაწარმო.
3. ძრავის ამუშავება შეიძლება სადგომზე, ბაქანზე და წინასწარ სტარტზე, მოსინჯვა კი (მათ შორის, უკუწევის მოსინჯვა) – საგანგებოდ ამისათვის მოწყობილ სადგომზე.
4. თსმ-ით (რადიოკავშირით) აღჭურვილ სხ-ზე, რითაც შესაძლებელია ამმუშავებელსა და უზრუნველმყოფელს შორის ორმხრივი კავშირი, ამუშავება სრულდება ამ კავშირის გამოყენებით. თუ ამგვარი კავშირი შეუძლებელია, გამოიყენება ამუშავების ვიზუალური კავშირი, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით. ყველა შემთხვევაში გამოიყენება საამისოდ გათვალისწინებული მითითებები (კომანდები) და სიგნალები (ნიშნები) (საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების შესაბამისად).
5. სხ-ის მეთაური ამუშავების დაწყების ნებართვას იღებს ხომალდის გაშვებაზე პასუხისმგებელი სპეციალისტისაგან. ძრავის ამუშავება არ შეიძლება, თუ სხვა ძრავებიდან მოხსნილი არ არის შალითები დ სახშველები. თუ ამუშავების შემდეგ სხ სადგომიდან უნდა გავიდეს, ბორბლებიდან ხუნდებს აცლიან ამუშავების დაწყებამდე, ამასთან, ბორბლები დამუხრუჭებული უნდა იყოს.
6. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა აკრძალულია ბორბლების სამუხრუჭე და ძრავების სამართი სისტემების და/ან საკონტროლო ხელსაწყოების გაუმართაობისას, ამმუშავებელსა და უზრუნველმყოფელს შორის საიმედო კავშირის უქონლობისას.
7. ძრავის ამუშავებისა და მოსინჯვისას აკრძალულია:
ა) სხ-ზე სხვა სამუშაოების შესრულება, გარდა ამუშავებისა და მოსინჯვის ტექნოლოგიით გათვალისწინებულისა;
ბ) ამმუშავებლის მიერ ეკიპაჟის კაბინაში სამუშაო ადგილის დატოვება;
გ) უზრუნველმყოფლის ყოფნა სხ-ის სახიფათო ადგილებში, აგრეთვე მის მიერ სამუშაო ადგილის დატოვება;
დ) ძრავის ამუშავების, გათბობის, მოსინჯვისა და შეჩერების საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი რეჟიმების დარღვევა.
8. ამუშავების ან მოსინჯვის დროს სხ-სათვის ან ადამიანებისათვის წარმოქმნილი საშიშროების შემთხვევაში სადგომზე მყოფი ნებისმიერი თანამდებობის პირი ვალდებულია ამმუშავებელს ან უზრუნველმყოფელს მისცეს ძრავების გამოსართველად გათვალისწინებული სიგნალი
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 16. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა
თავი VI — საჰაერო ხომალდზე შესრულებული სამუშაოების ზოგადი სახეობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 34. ამუშავებული ძრავის/ების და/ან საჰაერო ხრახნ(ებ)ის ბრუნვის განმავლობაში საწვავით გამართვა – შვეულმფრენისთვის
- მუხლი 12. საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ერთიან სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს ამუშავებს და ამტკიცებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო, მათი დაცვა სავალდებუ
- მუხლი 23. ძრავის ამუშავებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
- მუხლი 21. ინფორმაცია გაფრენაზე და ძრავების ამუშავების წესი
- მუხლი 12. ამუშავება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
- მუხლი 13. სპეცსითხეებით, აირებით დამუხტვა და წყლით გაწყობა
- მუხლი 14. ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ჰაერის კონდიცირება
- მუხლი 15. საჰაერო ხომალდის ზედაპირიდან თოვლისა და ყინულის მოცილება
- მუხლი 17. საჰაერო ხომალდის ბუქსირება
- მუხლი 18. საჰაერო ხომალდის გარეცხვა და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 16, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-16/