1. ოტმ-ზე მისაღებად, სამუშაოების ხელმძღვანელი ნიშნავს სხ-ის დახვედრაზე პასუხისმგებელს და მიუთითებს სმ მეთვალყურესთან შეთანხმებულ სადგომს.
2. დახვედრაზე პასუხისმგებელი ვალდებულია (სხ-ის დაფრენამდე):
ა) შეამოწმოს სადგომის მდგომარეობა, მისი აღჭურვა, მასზე სხ-ის შესვლის ხელის შემშლელი საგნებისა და საშუალებების არსებობა;
ბ) მოამზადოს განსაკუთრებული მოხმარების სმს და სამარჯვები, მათ შორის – სხ-ის სადგომზე შესვლისას ეკიპაჟისათვის მითითებების მისაცემად გამოყენებული საშუალებები (კვერთხები, ალმები, ხელთათმანები, ელექტროფარნები).
3. დამხვედრი პასუხს აგებს ეკიპაჟისათვის მიცემული მითითების დროულობასა და უსაფრთხოებაზე. ის პირადად ხელმძღვანელობს სხ-ის სადგომზე შესვლას. ის უნდა იდგეს ხომალდის მეთაურის მხედველობის არეში და იქიდან მისცეს ,,საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 8 ოქტომბრის №88 ბრძანებით გათვალისწინებული მითითებები და სიგნალები.
4. ძრავების (საჰაერო ხრახნის ბრუნვის) გაჩერების შემდეგ შესასრულებელი სამუშაო განისაზღვრება ქვემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით:
ა) ბიგების ბორბლების ქვეშ ხუნდების შეყენება (სხ-ს ტიპის შესაბამისად);
ბ) სხ-ის დამიწება („სხ-მიწა” სქემის მიხედვით, საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი მოთხოვნებით და სიფრთხილის ზომების დაცვით);
გ) სხ-ის (შვეულმფრენის მზიდი ხრახნის ლოპოტების), დაბმა თუ ეს გათვალისწინებულია ტმ-ის რეგლამენტით;
დ) სხ-ის გარედან დათვალიერება, ტექნიკურ ბორტჟურნალში ეკიპაჟის ჩანაწერების გაცნობა, ეკიპაჟის წევრებისაგან ზეპირი ინფორმაციის მიღება ხომალდის ტექნიკურ მდგომარეობაზე.
5. დახვედრის შემდეგ, სხ-ზე სრულდება დგომის უზრუნველსაყოფი მომსახურების სამუშაოები. დგომის უზრუნველსაყოფ სამუშაოებზე პასუხისმგებელი ვალდებულია:
ა) ეკიპაჟისაგან ჩაიბაროს სხ (თუ ეს შედის მის მოვალეობაში);
ბ) საჭიროებისას მოაგვაროს სხ-ის ბუქსირება ტმ-ის (რემონტის, შენახვის) ადგილამდე;
გ) შეამოწმოს ეკიპაჟის კაბინა და, თუკი საჭიროა, ძრავების, ნაკეთობების, სისტემების სამართი ბერკეტები, ელექტრომომარაგების ქდა-ს გამომრთველები გადაიყვანოს საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში;
დ) საჭიროებისას, სხ გააწყოს (ჩამოასხას) სპეცსითხეებით, დამუხტოს აირებით;
ე) სხ გააუდენუროს, გამორთოს მისგან სააეროდრომო ელექტრო კვების წყარო;
ვ) ძრავებისა და სხ-ის ჰაერშემკრებებზე დააყენოს სახშობები;
ზ) დააყენოს ძრავის ამუშავების ან სხ-ის მოძრაობის გამომრიცხავი მოწყობილობა, დააოკოს სამართი საჭეები ან მათზე დააყენოს სპეციალური ჭახრაკები;
თ) დაკეტოს სამზირის სარკმელები, ლიუკების ხუფების სამაგრები გადაიყვანოს „ჩაკეტილ” მდგომარეობაში, დაკეტოს სატვირთო, სასამსახურო და ტექნიკური ნაკვეთურების კარებები (ხუფები, სახურავები), დაკეტოს ფუზელაჟის კარებები;
ი) შეასრულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები;
კ) ხომალდი მოამზადოს დაცვისათვის ჩასაბარებლად (თუ ეს გათვალისწინებულია).
6. სხ-ის დაშალითება სრულდება სხ-ის ტმ-ის ხელმძღვანელის მითითებით ან ეკიპაჟის მოთხოვნით.
7. სხ-ის დგომის უზრუნველსაყოფი სამუშაო შეიძლება შესრულდეს პერიოდული და ოპერატიული ტმ-ის, ნაკეთობების გამოცვლის, მიმდინარე რემონტის შემდეგ.
8. სხ-ის დახვედრის, დგომისა და გაფრენის უზრუნველსაყოფი სამუშაოები ხორციელდება საინჟინრო და ტექნიკურ პერსონალის მიერ, რომელთაც აქვთ შესაბამისი მომზადებისა და დაშვების სათანადოდ გაფორმებული საბუთები
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
თავი VII — საჰაერო ხომალდის ოპერატიული ტექნიკური მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ჰაერის კონდიცირება
- მუხლი 15. საჰაერო ხომალდის ზედაპირიდან თოვლისა და ყინულის მოცილება
- მუხლი 16. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა
- მუხლი 17. საჰაერო ხომალდის ბუქსირება
- მუხლი 18. საჰაერო ხომალდის გარეცხვა და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
- მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 20, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-20/