1. აღმოუფხვრელი გაუმართაობებიანი სხ-ის გაფრენა აკრძალული, გარდა სეს-ით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სეს-ით ან მაჩ-ით (MEL-ით) გათვალისწინებული გაუმართაობებით ან დაზიანებით სხ-ის გაფრენის ნებართვაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი ვალდებულია, გაუმართაობის თავისებურებაზე ჩაწეროს ტექნიკურ ბორტჟურნალში, ოტმ-ის განწესში და აცნობოს ხომალდის მეთაურს.
3. სხ-ის გაუმართაობა გაფრენის ნებართვის გაცემის პირობებს და უფლებამოსილ პირებს ადგენს სხ-ის ექსპლუატანტი ავიასაწარმო.
4. სხ-ის გაუმართაობის გაფრენის ნებართვის გაცემის მინიმალური პირობებია:
ა) დაზუსტებით არის დადგენილი გაუმართაობის თავისებურება, მიზეზები და შედეგები;
ბ) არის დასაბუთებული დასკვნა იმაზე, რომ გაუმართაობა ფრენის უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს, რაზედაც უნდა ეცნობოს (სრული ინფორმაცია) ხომალდის მეთაურს;
გ) ტექნიკურ ბორტჟურნალში და განწესში შეტანილია ტექნიკური მომსახურების ხელმძღვანელის ხელმოწერით დადასტურებული ჩანაწერი აღნიშნული საკითხების არსზე, აღმოუფხვრავი გაუმართაობით ფრენის უსაფრთხოდ დასრულების უზრუნველსაყოფი სამუშაოების შესრულებაზე და გაუმართავი სხ-ის გასაფრენად ნებართვის გაცემაზე.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია სხ-ის ექსპუატაცია ფრენების უსაფრთხოებაზე გავლენის არმქონე ისეთი გაუმართაობით ფრენა, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია გადატანილ იქნეს რაიმე განსაზღვრული ვადით. ამ გაფრენის ნებართვას იძლევა სხ-ის ექსპლუატანტი ავიასაწარმოს ასს-ის ხელმძღვანელი ან მისი შემცვლელი პირი, კომპეტენტური სპეციალისტების კომისიის ტექნიკური აქტის (საჭიროებისას – სტ-ის შემმუშავებელთან და მომწოდებელთან შეთანხმებული) საფუძველზე, სადაც:
ა) დაზუსტებით არის დადგენილი გაუმართაობის თავისებურება, მიზეზები და შედეგები;
ბ) არის დასაბუთებული დასკვნა იმაზე, რომ გაუმართაობა, გამოკვეთილი პერიოდში, ფრენის უსაფრთხოებაზე გავლენას არ ახდენს, მიეთითება გაუმართაობის აღმოფხვრის დაზუსტებული ვადა, გაუმართაობაზე მეთვალყურეობისათვის აუცილებელი ღონისძიებები და მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტის შემთხვევაში ნებართვის გაცემისას:
ა) ტექნიკური ბორტჟურნალის „ინდივიდუალური თავისებურებების” განყოფილებაში, სტ-ის ნაკეთობის ფორმულარში და განწესში უნდა შევიდეს ავიასაწარმოს ასს-ის ხელმძღვანელის ან მისი შემცვლელის ხელმოწერით დადასტურებული ჩანაწერი აღნიშნული საკითხების არსზე, აღმოუფხვრავი გაუმართაობით ფრენის უსაფრთხოდ დასრულების უზრუნველსაყოფი სამუშაოების შესრულებაზე და გაუმართავი სხ-ის ფრენის ნებართვის გაცემაზე;
ბ) აღმოუფხვრავი გაუმართაობით ყოველი გაფრენის წინ, სხ-ის მეთაურს უნდა ეცნობოს (სრული ინფორმაცია) გაუმართაობის შემოწმების შედეგები და ფრენის უსაფრთხოებაზე გავლენის მოხდენის გამოსარიცხი ზომების მიღება.
7. ყველა შემთხვევაში აღმოუფხვრავი გაუმართაობით გაფრენის საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სხ-ის მეთაური.
თავი VIII
საჰაერო ხომალდის პერიოდული ტექნიკური მომსახურება. საავიაციო ტექნიკის მიმდინარე რემონტ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
თავი VII — საჰაერო ხომალდის ოპერატიული ტექნიკური მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 17. საჰაერო ხომალდის ბუქსირება
- მუხლი 18. საჰაერო ხომალდის გარეცხვა და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
- მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
- მუხლი 28. სეზონური ტექნიკური მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 23, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-23/