1. სხ-ის დათვალიერებასა და მომსახურებას აგვარებს ამ სამუშაოებზე პასუხისმგებლად დანიშნული სპეციალისტი. ეს სამუშაოები სრულდება საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების მიხედვით.
2. სხ-ის დასათვალიერებლად დანიშნული სპეციალისტები პასუხისმგებლები არიან (საკუთარი მოვალეობების ფარგლებში) მისი ტექნიკური მდგომარეობის სწორად დადგენაზე, შესრულებული სამუშაოების სისრულესა და ხარისხზე.
3. საექსპლუატაციო საბუთებით დადგენილი დათვალიერებისა და მომსახურების მოცულობის შემცირება, მათი ტექნოლოგიის შეცვლა აკრძალულია.
4. ხმელეთზე დათვალიერებისას ან ჰაერში გამოვლენილი გაუმართაობების მონაცემებს (მათ შორის – ობიექტური კონტროლის საშუალებების მონაცემებს) განწესში (ხარვეზის განწესში) წერენ მათი გამომვლენელი სპეციალისტები და ტმ-ის ხელმძღვანელი.
5. სპეციალისტი, რომელიც აღმოაჩენს ფრენის უსაფრთხოებისათვის მუქარის შემქმნელ გაუმართაობას, პირველადს ან განმეორებითს, (განმეორებითს მიაკუთვნებენ სტ-ის ისეთ გაუმართაობას, რომელიც ვლინდება მისი აღმოფხვრის ცდიდან შემდგომი ხუთი ფრენიდან ერთ-ერთში), რაც მოითხოვს სამონტაჟო-სადემონტაჟო და/ან რეგულირების დიდი მოცულობის სამუშაოს, მოახსენებს სამუშაოების ხელმძღვანელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს სხ-ის მწყობრში შეყვანის მეთოდზე და ვადებზე.
6. განმეორებითი, ასევე რთული ან შემუშავებული აღსადგენი ტექნოლოგიის (საბუთების სახით) უქონელი გაუმართაობა, უნდა აღმოიფხვრას ინჟინრის ხელმძღვანელობით. ამ შემთხვევაში, აღსადგენი სამუშაოების ტექნოლოგიას შეიმუშავებენ და აფორმებენ ავიასაწარმოს მიერ დადგენილი წესით.
7. სხ-ის საფრენოსნო ინფორმაციის მატარებელ საშუალებას აყენებენ (ცვლიან) ასს-ის სპეციალისტები ოპერატიული (პერიოდული) ტმ-ის დროს, მრ-ით დადგენილ ვადებში ან ეკიპაჟის განაცხადის მიხედვით, ან ინფორმაციის მატარებელი მთლიანად დახარჯულია, ან დადგენილი ფრენისათვის საკმარისი არ არის, აგრეთვე შესაბამისი თანამდებობის პირების მოთხოვნით.
8. საფრენოსნო ინფორმაციას ამუშავებენ (დეკოდირება და გაანალიზება) შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილ ლაბორატორიაში.
9. სხ-ის საავარიო-სამაშველო საშუალებებით აღჭურვა (საავარიო რადიოსადგური, სასიგნალო საშუალებები, სურსათი, წყალი, იარაღი, სამაშველო ჟილეტები, საცურავი საშუალებები და სხვ.) ხდება დამტკიცებული ჩამონათვალის მიხედვით და ფრენის პირობების გათვალისწინებით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით აღნიშნული სამუშაოების მოგვარებას, შემსრულებლებს შორის ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის განაწილებას აწესრიგებს ავიასაწარმო
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
თავი VII — საჰაერო ხომალდის ოპერატიული ტექნიკური მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. საჰაერო ხომალდის ზედაპირიდან თოვლისა და ყინულის მოცილება
- მუხლი 16. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა
- მუხლი 17. საჰაერო ხომალდის ბუქსირება
- მუხლი 18. საჰაერო ხომალდის გარეცხვა და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 21, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-21/