1. გაფრენის უზრუნველსაყოფი სამუშაოების წინ, მასზე პასუხისმგებელი სპეციალისტი ვალდებულია შეამოწმოს ოტმ-ის განწესი, ტექნიკური ბორტჟურნალი და დარწმუნდეს, რომ ეს საბუთები გაფორმებულია სათანადოდ და ხელმოწერილია სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირების მიერ.
2. გაფრენის უზრუნველსაყოფი სამუშაო ტარდება საექსპლუატაციო საბუთებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნების მიხედვით.
3. სამუშაოების შესრულებისას დაზიანების, გაუმართაობისა და სხვა უწესივრობის აღმოჩენისას, სპეციალისტი, ვალდებულია მოახსენოს სამუშაოების ხელმძღვანელს, რომელიც განსაზღვრავს ხარვეზის აღმოფხვრისს წესს, სამუშაოს დამთავრების დროს და აღნიშნულის თაობაზე აცნობებს სადისპეტჩერო სამსახურს და ზემდგომ ხელმძღვანელს.
4. ეკიპაჟს წარედგინება ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად საფრენად მომზადებული სხ.
5. სხ-ის საფრენად მომზადების საბოლოო დასკვნას და გაფრენის ნებართვას იძლევა (განწესის ხელმოწერით) მომზადების უშუალო ხელმძღვანელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ასს-ის სპეციალისტი. ნებართვის გაცემამდე ის ვალდებულია შეამოწმოს ტმ-ისა და გაფრენის უზრუნველსაყოფი სამუშაოების შესრულებისა და კონტროლის დამადასტურებელი ხელმოწერები განწესში.
6. სხ-ის ეკიპაჟისათვის ჩაბარებისას, მას წარუდგენენ გაფორმებულ განწესს ოტმ-ზე, გადასცემენ ტექნიკურ ბორტჟურნალს, სახომალდე საბუთებს, ატყობინებენ სხ-ის ტექნიკურ მდგომარეობას.
7. ეკიპაჟის მიერ სხ-ის გაფრენისწინა დათვალიერებისას, ტმ-ზე პასუხისმგებელი სპეციალისტები ხსნიან შალითებს, სახშველებს, ჭახრაკებს, მანჭვალებს და სხვა მოწყობილობებს და გადასცემენ ბორტინჟინერს (პილოტს).
8. გასაფრენად მომზადებისას გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, ეკიპაჟის მოქმედება განისაზღვრება ამ „წესის” მე-11 მუხლის მოთხოვნებით.
9. გაფრენის უზრუნველსაყოფ სამუშაოზე პასუხისმგებელი სპეციალისტი ვალდებულია მიიღოს ეკიპაჟის მიერ გაფრენისწინა დათვალიერებისას და სისტემების შემოწმებისას აღმოჩენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელი დაუყოვნებელი ზომები.
10. სხ-ის გასაფრენად მოსამზადებლად აუცილებელია ტმ-ის შესრულების შემდეგ, სხ საფრენად მზად ითვლება, თუ ის დაათვალიერა და ჩაიბარა ეკიპაჟმა, რაც დადასტურებული უნდა იყოს ტექნიკურ ბორტჟურნალში და ოტმ-ის განწესში ბორტინჟინრის (პილოტის) ხელმოწერით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 22. გაფრენის უზრუნველყოფა
თავი VII — საჰაერო ხომალდის ოპერატიული ტექნიკური მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 16. ძრავის ამუშავება და მოსინჯვა
- მუხლი 17. საჰაერო ხომალდის ბუქსირება
- მუხლი 18. საჰაერო ხომალდის გარეცხვა და საყოფაცხოვრებო აღჭურვილობის მომსახურება
- მუხლი 19. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 20. საჰაერო ხომალდის დახვედრა და სადგომით უზრუნველყოფა
- მუხლი 21. საჰაერო ხომალდის დათვალიერება და მომსახურება
- მუხლი 23. დასაშვები გაუმართაობებიანი საჰაერო ხომალდის გასაფრენად მომზადება
- მუხლი 24. მომსახურების მოგვარება
- მუხლი 25. საჰაერო ხომალდის ძრავის შეცვლა
- მუხლი 26. საჰაერო ხომალდზე შრომატევად სამონტაჟო-დემონტაჟისა და განსაკუთრებული სახის სამუშაოების შესრულება
- მუხლი 27. მიმდინარე რემონტი
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 22, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-22/