1. საფრენად დაიშვება მხოლოდ გამართული სხ.
2. სხ გამართულად ითვლება, თუ:
ა) პლანერს, ძრავებსა და მაკომპლექტებელ ნაწილებს დარჩენილი აქვთ რესურსი და სრულად არიან დაკომპლექტებული დანომრილ საბუთებში (ფორმულარები, საბორტო ჟურნალი და სხვა) არსებული ჩამონათვალის შესაბამისად;
ბ) სხ-ზე შესრულებულია ტექნიკური მომსახურების რეგლამენტით (პროგრამით) გათვალისწინებული მორიგი ტმ, აღმოფხვრილია გაუმართაობები და მათი შედეგები;
გ) გაფორმებულია საწარმოო-ტექნიკური და დანომრილი საბუთები, სხ-ის გამართულობა დადასტურებულია ტექნიკური მომსახურების მოწმობაში (განაწესში) შესაბამისი უფლებამოსილი პირების ხელმოწერით.
3. გამართული სხ გასაფრენად ითვლება მზად, თუ:
ა) პლანერს, ძრავებსა დამაკომპლექტებელ ნაწილებს დარჩენილი აქვს კონკრეტული ფრენის შესასრულებლად საკმარისი რესურსი;
ბ) სხ გაწყობილია სსმ-ით, აირებით, სპეციალური სითხეებით, აღჭურვილია ყველა აუცილებელი კომპონენტით, ფრენის დავალებისა, მრ-ის, ეს-ის და სეს-ის შესაბამისად;
გ) ფრენის უზრუნველყოფის სამუშაოები შესრულებულია და ტექნიკური მომსახურების მოწმობა (განაწესი) დადასტურებულია ხელმოწერებით;
დ) სხ გადაეცა ეკიპაჟს, ტექნიკურ საბორტო ჟურნალში მიღება-ჩაბარების ხელმოწერები გაფორმებულია (სადაც ეს არის გათვალისწინებული).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოთვლილი მოთხონების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სხ-ის საფრენად გაშვება აკრძალულია.
5. სხ-ების პარკის გამოყენებისა და გამართულობის დონის შესაფასებლად და გასაანალიზებლად გამოიყენება მათი შესაბამისი მაჩვენებლები, რომელთა ჩამონათვალი, აღრიცხვისა და გამოყენების წესი დგინდება ავიასაწარმოს მიერ.
6. გამართულ სხ-ების რაოდენობაზე ავიასაწარმოს მოთხოვნა განისაზღვრება საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებისა და საავიაციო სამუშაოების მოცულობით, სხ-ების გამოყენების დინამიკით – ფრენების განრიგით და ეს მოთხოვნებია:
ა) სხ-ების გამოყენების, ტმ-ისა და რემონტის ჩატარების დაწვრილებითი გეგმის შემუშავება და მასზე ზედამხედველობა;
ბ) ტმ-ის შესრულება ფრენებში დაგეგმილი შესვენებებისას, სარეგლამენტო სამუშაოების ეტაპობრივად შესრულების ეფექტური ფორმების გამოყენება;
გ) საკუთარი სხ-ების მოძრაობისა და ტრანზიტული რეისების განრიგების მომზადებაში მონაწილეობა და საავიაციო სამუშაოების დაგეგმვა;
დ) სხ-ების მოძრაობის განრიგის დარღვევების თავიდან აცილება და მისი პროფილაქტიკა;
ე) სათადარიგო ძრავებსა და ნაწილებზე მოთხოვნილების დროულად დაკმაყოფილების საიმედო მექნიზმების გამოყენება.
7. გამართულ სხ-ზე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შრომის პირობები და საწარმოო ბაზის სათანადო ტექნოლოგიური დონე;
ბ) სხ-ების გამოყენების, ტმ-ზე და რემონტზე დაყენების, ძრავების შეცვლის სამუშაოებისა და დაყვანითი სამუშაოების დაგეგმვა;
გ) წარმოების, სტ-ის მდგომარეობაზე და ტმ-ის ხარისხზე ზედამხედველობის, დაგეგმვის, ფრენების საინჟინრო უზრუნველყოფის პროცესების ორგანიზებისა და მართვის ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენება;
დ) პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადება და მათი ოსტატობის შესაბამისობა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მოქმედ ნორმებთან და წესებთან