1. ფრენების უსაფრთხოებაზე ასს-ის პასუხისმგებლობა განისაზღვრება მასზე დაკისრებული მოვალეობებით სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციისა და ფრენების საინჟინრო უზრუნველყოფის მიმართ, რომლის მიზანია სხ-ების საფრენად ვარგისობის შესაბამისი ტექნიკური და საექსპლუატაციო თვისებების შენარჩუნება.
2. ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასს-ის საქმიანობის საფუძველია:
ა) საექსპლუატაციო საბუთებით მოთხოვნილი, ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებისა და პირობების განუხრელი შესრულება;
ბ) სტ-ს ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო-აღსადგენი სამუშაოების ხარისხი;
გ) სტ-ს საიმედოობისა და ტე-ს ხარისხის გაუარესების მიზეზების გამოვლენის, აღმოფხვრისა და თავიდან აცილების სამუშაო, სადაც რეგულარულად (სიხშირე განისაზღვრება ავიასაწარმოს მიერ) უნდა შეჯამდეს ასს-ის საქმიანობა ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში, მისი გაანალიზების, დასკვნების გამოტანისა და გადაწყვეტილებების მიღების სახით.
3. სტ-ის საექსპლუატაციო საბუთების მოთხოვნების, ნორმებისა და სტანდარტებისადმი სხ-ების ექსპლუატაციის შესაბამისობაზე ზედამხედველობას სააგენტოს გარდა ახორციელებენ სტ-ის შემმუშავებლები და დამამზადებლები.
4. ავიასაწარმოებში სეს-ის მოთხოვნებისადმი სხ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას ზედამხედველობენ სხ-ის ეკიპაჟები და ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები:
ა) ეკიპაჟის წევრებს ევალებათ გამოავლინონ და სხ-ის ტექნიკურ საბორტო ჟურნალში დაუყვნებლივ ჩაწერონ სხ-ის სისტემების მუშაობის ხარვეზები;
ბ) ტექნიკურ სპეციალისტებს ევალებათ გააანალიზონ საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების და/ან ფრენის რეჟიმის იმ გადახრების მიზეზები, რომლებიც ჩაწერილია სხ-ის ტექნიკურ საბორტო ჟურნალში, სტ-ს სამუშაო პარამეტრების აღრიცხვისათვის განკუთვნილ სხვა საბუთებში, აგრეთვე ის მონაცემები, რომლებიც აღნუსხულია ობიექტური კონტროლის საშუალებებით.
5. ასს-ის ან მისი ქვედანაყოფის მიერ გატარებული ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების დროულად შემუშავებაზე და მის შედეგიანობაზე პასუხისმგებელია ამ ასს-ს/ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.
6. სტ-ის გაუმართაობით გამოწვეული საავიაციო მოვლენების გამოკვლევა, ამ მოვლენების აღრიცხვა და გაანალიზება, მათი გამომწვევი ობიექტებისა და/ან ნაწილების გამოვლენა, ამ ობიექტების/ნაწილების საექსპერტიზოდ გაგზავნის წესები, ვადები და პირობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. გამოკვლევის მიზანია საავიაციო მოვლენის მიზეზების დადგენა, აგრეთვე შემდგომში მისი თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება.
8. სხ-ის ექსპლუატანტი უფლებამოსილია, საჭიროებისას, გამოსაკვლევად და საექსპერტიზოდ გაგზავნოს საავიაციო ტექნიკა (ამ შემთხვევებს განეკუთვნება სტ-ის ისეთი მწყობრიდან გამოსვლა, რასაც საავიაციო მოვლენა არ გამოუწვევია, მაგრამ შეეძლო, გავლენა მოეხდინა ფრენის უსაფრთხოებაზე), თუ:
ა) პირველად ან განმეორებით გამოვლენილი გაუმართაობა, რომლის მიზეზი დაუდგენელია, ან სრულად არ არის დადგენილი და მისი თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები შესამუშავებელია;
ბ) სტ-ზე მომხდარი გაუმართაობა, რომელთა თავიდან ასაცილებელი ღონისძიებები განხორციელდა (აგებულების, დამზადების ან რემონტის ტექნოლოგიის შეცვლით, დაყვანითი სამუშაოების შესრულებით და ა.შ.), მაგრამ შედეგი არ გამოიღო.
თავი IV
საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებ
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 8. ფრენების უსაფრთხოება
თავი III — ფრენების საინჟინრო უზრუნველყოფის საფუძვლები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 48. ღამის პირობებში და/ან სახელსაწყო მეტეოროლოგიურ პირობებში (სმპ) ფრენების შესრულებისას, ერთი აირტურბინულძრავიანი სხ-ების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნები
- მუხლი 11. უცხო სახელმწიფოს ექსპლუატანტის მიერ შესრულებულ ფრენებზე ზედამხედველობა
- მუხლი 3. გაცნობითი ფრენები
- მუხლი 26. EDTO წესებით ფრენების შესრულების მოთხოვნები
- მუხლი 4. ფრენების ნებართვების გაუქმება ან შეჩერება
- მუხლი 7. RNAV/PBN/RNP-ით ფრენების შესასრულებლად სპეციალური ნებართვის გაცემა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ტერმინების და ცნებების განმარტებები
- მუხლი 3. „წესში“ გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 4. ძირითადი დებულებები
- მუხლი 5. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამსახურები
- მუხლი 6. საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზება
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის გამართულობა და გამოყენება
- მუხლი 9. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი წესები
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
- მუხლი 13. სპეცსითხეებით, აირებით დამუხტვა და წყლით გაწყობა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 8, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-8/