1. სხ-ის ტექნიკური ექსპლუატაციისას საჭიროა:
ა) დაცულ იქნეს სხ-ის, ძრავებისა და მაკომპლექტებელი ნაწილების (მათ შორის, სტ-ის სამუშაო რეჟიმები ჰაერში და ხმელეთზე) ნორმატიული საბუთებით დადგენილი საექსპლუატაციო შეზღუდვები;
ბ) დროულად, სრულად და სწორად შესრულდეს ტმ-ისა და შენახვის სამუშაოები;
გ) ტმ-ისას გამოყენებულ იქნეს საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული, მეტროლოგიურ შემოწმებაზე (გამოცდებზე) გატარებული საკონტროლო და სახმელეთო მომსახურების საშუალებები, მოწყობილობები და მონიშნული ხელსაწყო-იარაღი;
დ) გამოყენებულ იქნეს სხ-ის კონკრეტული ტიპისათვის გათვალისწინებული სსმ, სპეციალური სითხეები, აირები და სახარჯი მასალები;
ე) დაცულ იქნეს შეერთების ადგილების დაფიქსირების წესები, რომლებიც ნაწილებს იცავს თვითნებური გახსნისაგან, ამოხრახნისა და ამოვარდნისაგან;
ვ) სხ დაცულ იქნეს დაზიანებისაგან (ძრავების ამუშავებისა და მოსინჯვისას, სამონტაჟო სამუშაოებისას) და დაბრკოლებებთან შეჯახებისაგან (ბუქსირებისას და ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას);
ზ) სხ-ის ასაფრენად და დასაფრენად, მიმოსვლისათვის და სადგომად გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამისათვის გათვალისწინებული და ვარგისი ადზ, სბ, მოედნები;
თ) გამართულ მდგომარეობაში და გამოსაყენებლად მზად იყოს საავარიო-სამაშველო აღჭურვილობა, საბორტო სსა-სა და სხ-ის სხვა ქონების ტექნიკური მომსახურება ჩატარდეს მათი საექსპლუატაციო საბუთების შესაბამისად;
ი) არ დაიშვას სადგომზე სხ-ის მდებარეობის ცვლილება და ელექტროკვების გამორთვა, ინერციალური სისტემის ჩართვიდან სამუშაო რეჟიმზე მის გადაყვანამდე;
კ) სხ დაცულ იქნეს გარემოს ზემოქმედებისაგან (თოვლი, ყინული, წყალი, მტვერი და სხვა).
2. სამუშაოების დამთავრების შემდეგ, შემსრულებლები ვალდებულნი არიან შეამოწმონ სამუშაოს შესრულების ადგილი (ნაკვეთურში, ლიუკებში, ჰაერშემწოვ მოწყობილობებში, კაბინაში), რათა არ დარჩეს ნაწილები, ხელსაწყო-იარაღები და სხვა გარეშე საგნები.
3. სხ-ის ტექნიკური მომსახურებისას, დასაშვებია მხოლოდ გამართული, საექსპლუატაციო საბუთების შესაბამისი, სპეცმანქანების, ენერგიის წყაროების, ტვირთამწე მექანიზმების, გამათბობელი მოწყობილობების, სახმელეთო მომსახურების სხვა საშუალებების გამოყენება. მითითებული საშუალებების გამართულობის დადასტურების წესს ადგენს ავიასაწარმო, ამ საშუალებების გამოყენების წესის გათვალისწინებით.
4. ტექნიკური პერსონალი ვალდებულია (ავიასაწარმოს მიერ განსაზღვრული თანამდებობრივი ვალდებულებების განაწილების შესაბამისად), თვალყური ადევნოს სტ-ის ტექნიკური მომსახურებისათვის გათვალისწინებული სმს-ის გამოყენებას. საჰაერო ხომალდის ტმ-ზე არ დაუშვას დამიწების და/ან ხანძრის ქრობის საშუალებებით დაუკომპლექტებელი სპეცმანქანები, მიიღოს დაუყოვნებელი ზომები სმს-ის არასათანადო მუშაობასთან დაკავშირებული ავარიული ვითარების თავიდან ასაცილებლად.
5. სხ-ის 2 სთ-ზე მეტი ხნით დგომისას (თუ კონკრეტული ტიპის სხ-ის საექსპლუატაციო საბუთებით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ხოლო წვიმის, თოვლის, ქარბუქის, ნისლის, მტვრიანი გრიგალის დროს კი – დგომის ხანგრძლივობის მიუხედავად) – ჰაერშემწოვებზე, სრული და სტატიკური წნევის სისტემების მიმღებზე, ასევე სხ-ის სხვა სისტემებზე უნდა დაყენდეს საექსპლუატაციო საბუთებით გათვალისწინებული დამცავი მოწყობილობები. დამცავი მოწყობილობები უნდა იყოს წითელი ფერის და ეკეთოს წითელი ფერის რბილი ქსოვილის ალამი. იმ სხ-ზე, რომელზეც დამცავი მოწყობილობის დაყენების ადგილი შეღებილია წითლად ან წითელი ფერის არაკონტრასტულ ფერად, დამცავი მოწყობილობა უნდა იყოს შავი ფერის. სხ-ის ფრენისა და ტმ-ის დროს, სხ-დან მოხსნილი დამცავი მოწყობილობები ინახება ისეთ ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი შენახვა და გამართულობა.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, ავიასაწარმოს ასს-ის ხელმძღვანელის ნებართვით, დასაშვებია ნაკეთობების ერთი სხ-დან მეორეზე გადაყენება. აღნიშნული პროცედურა უნდა ჩატარდეს სათანადო ტექნოლოგიით, აღრიცხვით, საინფორმაციო უზრუნველყოფითა და ზედამხედველობით. ნაკეთობების გადაყენების მიზანშეწონილობასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცედურას ადგენს ავიასაწარმო.
7. უსაფრთხოების მიზნით ტმ-ისას, საბორტო ელექტროქსელი აუცილებლად უნდა გამოირთოს შემდეგ შემთხვევებში:
ა) სხ-ზე საავიაციო და რადიოელექტროაღჭურვილობის სამონტაჟო-დემონტაჟის სამუშაოების დროს;
ბ) გამანაწილებელი მოწყობილობის დათვალიერებისა და შემოწმებისას;
გ) ელექტრომოწოდებისა და საბორტო ჟანგბადის სისტემის აღსადგენი სამუშაოების დროს;
დ) სხ-ზე ცეცხლსაშიში მასალების გამოყენებით ჩატარებული სამუშაოების დროს;
ე) პიროტექნიკური საშუალებებით მოწყობილობების დამუხტვა-განმუხტვისას.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შემთხვევებში, ეკიპაჟის კაბინაში, სააეროდრომო და საავარიო ელექტროკვების გამომრთველებთან, აგრეთვე, ელექტროენერგიის სახმელეთო წყაროების მისაერთებელ გასართებთან უნდა დაიკიდოს გამაფრთხილებელი ალამი წარწერით „არ ჩართოთ, მიმდინარეობს სამუშაოები”.
9. სხ-სა და მისი სისტემების სამართავ ორგანოებზე, როცა შესაბამისი სისტემიდან მოხსნილია რაიმე ნაწილი ან სრულდება მისი სამონტაჟო (დემონტაჟის) და რეგულირების სამუშაო, უნდა დაიკიდოს ალამი წარწერით „არ ჩართოთ, მიმდინარეობს სამუშაოები”.
10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების შემთხვევაში, ალმის ჩამოხსნა შეუძლია მხოლოდ მის დამყენებელს, დაუმთავრებელი სამუშაოს სხვა ცვლისათვის გადაცემისას კი – სამუშაოს გაგრძელებაზე პასუხისმგებელ პირს
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 9. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი წესები
თავი IV — საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის წესები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. „წესში“ გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 4. ძირითადი დებულებები
- მუხლი 5. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამსახურები
- მუხლი 6. საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზება
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის გამართულობა და გამოყენება
- მუხლი 8. ფრენების უსაფრთხოება
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
- მუხლი 13. სპეცსითხეებით, აირებით დამუხტვა და წყლით გაწყობა
- მუხლი 14. ეკიპაჟის კაბინაში და სამგზავრო სალონში ჰაერის კონდიცირება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 9, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-9/