1. სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაცია ნიშნავს შემდეგ მდგომარეობასა და პროცესებს:
ა) სტ-ის ფუნქციონირება;
ბ) სხ-ის საფრენად მომზადება;
გ) სტ-ის თვისებების კონტროლი და აღდგენა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მდგომარეობისა და პროცესების ხმელეთზე განხორციელებული ნაწილი შეადგენს ღონისძიებებს, რომლებიც განისაზღვრებიან როგორც საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურება.
3. სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციის, მის ტმ-ის უზრუნველმყოფი თანამდებობის პირები და მუშაკები ვალდებულნი არიან იცოდნენ ამ „წესის” მოთხოვნები საკუთარი თანამდებობრივი მოვალეობების ფარგლებში და პასუხისმგებლები არიან მის შესრულებაზე.
4. სტ-ის ყოველი კონკრეტული ტიპის ტმ-ის ფორმებსა და სახეობებს, მათ შინაარსსა და ჩატარების წესს განსაზღვრავენ მათი საექსპლუატაციო საბუთები.
5. სტ-ის რემონტი არის წინასწარ დაგეგმილი ან დაუგეგმავი (დაზიანებული ან ავარიული სტ-ის შემთხვევაში). კონკრეტული ტიპის სტ-ის რემონტის სახეობა და მოცულობა განისაზღვრება სარემონტო საბუთებით.
6. ტექნიკური ექსპლუატაციის სისტემა არის ტექნიკური ექსპლუატაციის ნორმებისა და წესების ერთობლიობა, მისი შესრულების უზრუნველსაყოფი საორგანიზაციო, საწარმოო და ფუნქციონალურ სტრუქტურებთან მიღებულ ზომებსა და გადაწყვეტილებებთან ერთად.
7. კონკრეტული სტ-ის ტეს-ის შემადგენელი ნაწილი არის ამ ტიპის სტ-სათვის გათვალისწინებული:
ა) სახმელეთო ნაგებობები, ანგარები, საწარმოო შენობები;
ბ) ტექნიკური აღჭურვილობა, სახმელეთო მომსახურების საშუალებები;
გ) მატერიალური სახსრები, ქონება.
8. ტეს-ის ძირითადი მიზანია:
ა) სტ-ის დანიშნულებისამებრ უსაფრთხოდ გამოყენება, საექსპლუატაციო საბუთებით განსაზღვრული მოთხოვნების, ტექნიკური პირობების, გარანტიების უზრუნველყოფა და შესრულება;
ბ) ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში სტ-ის საფრენოსნო-ტექნიკური მახასიათებლების შენარჩუნება დადგენილი რესურსების განმავლობაში.
9. სტ-ის ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებენ სტ-ის კონკრეტულ ტიპზე სათანადოდ მომზადებული და მასზე სამუშაოდ დაშვებული ტექნიკური მომსახურების სპეციალისტები.
10. სტ-ის ტექნიკურ ექსპლუატაციას ახორციელებენ ის იურიდიული თუ ფიზიკური პირები, რომლებსაც სააგენტოსაგან მიღებული აქვთ აღნიშნული საქმიანობის სერტიფიკატი.
11. სტ-ის ტექნიკურ და მეთოდურ უზრუნველყოფას ახორციელებენ სტ-ის შემმუშავებელი და/ან დამამზადებელი სტრუქტურები, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
12. სტ-ის ტექნიკური ექსპლუატაციის წესებისა და პროცედურების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სტ-ის ექსპლუატანტს და ტმ-ის ჩამტარებელ ავიასაწარმოებს, მათ შორის ფუნქციებისა და კომპეტენციების განაწილების გათვალისწინებით.
13. წესი არ ვრცელდება საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის იმ საკითხებზე, რომლებიც რეგულირდება ამ „წესზე” იერარქიით მაღლა მდგომი ნორმატიული აქტით
ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 19.09.2011
მუხლი 4. ძირითადი დებულებები
თავი II — საავიაციო ტექნიკის ტექნიკური ექსპლუატაციის ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინების და ცნებების განმარტებები
- მუხლი 3. „წესში“ გამოყენებული შემოკლებები
- მუხლი 5. საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების სამსახურები
- მუხლი 6. საინჟინრო უზრუნველყოფის ამოცანები და ორგანიზება
- მუხლი 7. საჰაერო ხომალდის გამართულობა და გამოყენება
- მუხლი 8. ფრენების უსაფრთხოება
- მუხლი 9. საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის ძირითადი წესები
- მუხლი 10. სხ-ის პლანერის, ძრავის, საავიაციო-რადიოელექტრონული აღჭურვილობის ტექნიკური მომსახურების ზოგადი წესები
- მუხლი 11. ეკიპაჟისა და ავიასაინჟინრო სამსახურის ურთიერთობა
- მუხლი 12. საწვავ-საცხები მასალებით გაწყობა
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ტექნიკური რეგლამენტის "საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 4, №116, 19.09.2011, სარეგისტრაციო კოდი 300160070.54.066.016015 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1476579/muxli-4/